ავარიები, სტრიპტიზი, ალკოჰოლი - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის "პრობლემური ვაჟის" მორიგი სკანდალი. სწორედ ის განუდგა პირველი შვილებიდან ბრედ პიტს - მშობლები

ავარიები, სტრიპტიზი, ალკოჰოლი - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის "პრობლემური ვაჟის" მორიგი სკანდალი. სწორედ ის განუდგა პირველი შვილებიდან ბრედ პიტს

2025-06-03 10:02:45+04:00

ბოლო დროს ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში არაერთი შემაშფოთებელი ამბავი ხდება და ეს ბრედ პიტთან გაჭიანურებულ სასამართლო დავას არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მისი შუათანა ვაჟი, პაქსი, არაერთ სკანდალში ეხვევა. საზოგადოება კი მის შეუსაბამო ქცევასა და კანონდარღვევებს აქტიურად განიხილავს.

3-1748931519.jpg

პაქსი ელექტრო ველოსიპედით ავარიაში რამდენჯერმე მოყვა. ბოლო შემთხვევის დროს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. შემთხვევა 2025 წლის იანვარში მოხდა. ბიჭი ველოსიპედით ავტომობილს დაეჯახა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

პაქსის წინა ავარიაც სერიოზული იყო. 2024 წლის ივლისში მან ველოსიპედით წითელ შუქნიშანზე გაიარა და მანქანას შეეჯახა. ბიჭს ჩაფხუტი არ ეხურა და თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი გარკვეული დროის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, შემდეგ კი რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გაიარა. როგორც აღვნიშნეთ, ის კიდევ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა. ყველა ჯერზე მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო. საბედნიეროდ, პაქსი ინციდენტების დროს გადარჩა და სრულად გამოჯანმრთელდა.

aqacezkbbgpnhsjgukyzksozvn97w-cqvp6cvcligwnskigv6zpr6hjunfnx8xfyxdbmyagh2m3gglrsr5lvqtzzpha-1748931558.jpg

ახლა პაქსის სახელი კვლავ პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა. მაგრამ საბედნიეროდ, ამჯერად არავინ დაშავებულა. პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გადაიღეს.

უფრო ზუსტად, ფოტოგრაფებმა პაქსი სტრიპტიზ კლუბიდან გამოსვლისას დააფიქსირეს: ის ნასვამი იყო და ფეხზე ძლივს იდგა. მას მეგობრები, მათ შორის რამდენიმე გოგონა, იჭერდა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანდა, რომ პაქსი კინაღამ გაზონზე გადავარდა.

paksi-12-1748931577.jpg

პაქსს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის "პრობლემური ვაჟი" უწოდეს. კომენტარებში კი წერენ, რომ ახალგაზრდას სერიოზული ყურადღება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ავარიები და არაადეკვატური ქცევა მსხვერპლის გარეშე არ დასრულდება.

ანჯელინა ჯოლიმ პაქსი ვიეტნამში 2007 წელს იშვილა. მაშინ ის 4 წლის იყო. ანჯელინა ჯოლის იმ პერიოდში ბრედ პიტთან ურთიერთობა არ ჰქონდა. მოგვიანებით, როდესაც მსახიობებმა ურთიერთობა დაიწყეს, პაქსზე მეურვეობა ბრედ პიტმაც აიღო.

აღსანიშნავია, რომ პაქსი იყო პირველი შვილებიდან, ვინც მშობლების განქორწინების დროს ბრედ პიტის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მსახიობს „მსოფლიო დონის ნაძირალა" უწოდა და ფიზიკურ ძალადობაზეც კი ისაუბრა. პაქსმა ისიც აღნიშნა, რომ ბრედ პიტის გამო ბავშვებს "შიშისგან აკანკალებდათ". მისმა სკანდალურმა განცხადებებმა ჯოლისა და პიტის ურთიერთობა საბოლოოდ შეცვალა.

4-1748931607.jpg

ახლა პაქსი მამის გვარს არ იყენებს, თუმცა მასზე უარი ოფიციალურად არ უთქვამს. რაც შეეხება მის დას, შაილოს, მან მამის გვარზე, პიტზე, უარი ოფიციალურად განაცხადა და დოკუმენტები შეცვალა. რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში Isabel Marant-ის ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა. პრესრელიზში შაილო საცეკვაო ნომრის ქორეოგრაფად არის მითითებული. მისი გვარი გასწვრივ კი მხოლოდ "ჯოლი" წერია. აღსანიშნავია, რომ მისი გვარი, ვიდრე შეიცვლიდა "ჯოლი-პიტი" იყო. ცნობილია ისიც, რომ გოგონამ სახელიც შეიცვალა და ფსევდონიმად "შეი ჯოლი" აირჩია. შაილო უკვე რამდენიმე წელია, ცეკვით სერიოზულადაა დაინტერესებული და ის უკვე საკუთარ ნომრებს დგამს.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სასამართლო პროცესები კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, ანჯელინა ყველანაირად ცდილობს, ადვოკატების დახმარებით ეს პროცესი საბოლოოდ დაასრულოს.