პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი... - 10 პროდუქტი, რომელთა შენახვაც მაცივარში არ შეიძლება - მშობლები

პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი... - 10 პროდუქტი, რომელთა შენახვაც მაცივარში არ შეიძლება

2025-06-04 11:14:20+04:00

ხშირად ყველა სახის საკვებ პროდუქტს მაცივარში ვინახავთ ხოლმე. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. თუმცა, ყველაფრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება. რა არ უნდა შევინახოთ მაცივარში, ამის შესახებ საინტერესო რუბრიკა "შუადღის" ეთერში ვიხილეთ:

- ზაფხულში პური აუცილებლად საყინულეში უნდა შევინახოთ. მოხმარებამდე კი, დაახლოებით, 20-25 წუთით ადრე გამოვიღოთ. მთლიანად არ იყინება, არც ტექსტურას კარგავს. ამიტომ, აუცილებელია, შევინახოთ საყინულეში და არა ზედა თაროებში, რადგანაც ასე პური შესაძლებელია, მარტივად გაფუჭდეს. სახლში გამომცხვარი პური, თუ მას ბევრი საფუარი არ აქვს, გარეთაც დიდხანს ძლებს და არ ფუჭდება. თუმცა, თუ პური ბევრი საფუარითაა დამზადებული აუცილებელია, რომ ზაფხულში საყინულეში შევინახოთ და ასე მოვიხმაროთ.

კარაქი მაცივრიდან მოხმარებამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოვიღოთ იმიტომ, რომ კარაქი პასტერიზებული რძისგან მზადდება, რომელიც მალე ფუჭდება. კარაქის მაცივრისგან შორს შენახვა რეკომენდებულია მხოლოდ რამდენიმე საათით. თუ მას დიდხანს მოათავსებთ გარეთ, შესაძლოა, გაფუჭდეს.

10 პროდუქტი, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ:

  • პომიდორი - თუ გინდათ, პომიდორი გემრიელად მიირთვათ, მაშინ ის მაცივარში არ უნდა შეინახოთ. მაცივრის ცივი ჰაერი პომიდვრის დამწიფებას აჩერებს. მოგეხსენებათ, პომიდვრის გემო სიმწიფის პერიოდთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მისი შენახვა მიზანშეწონილია კალათაში ან სამზარეულოს რომელიმე უჯრაში, სადაც უფრო ნაკლებად ეციება.
  • რეჰანი - მალევე ჭკნება და მისი სუნი მთელ პროდუქტებზე გადადის. თუ გსურთ, რომ რეჰანი დიდხანს შეინახოთ, გაახმეთ და შემდე გაყინეთ.
  • კარტოფილი - კარტოფილის მაცივარში შენახვისას, სახამებელი კიდევ უფრო ტკბება და მას გემო ეკარგება. თუ სარდაფი არ გაქვთ, მაშინ ეცადეთ, ბნელ ადგილზე შეინახოთ. კარტოფილმა აუცილებლად უნდა "ისუნთქოს". ის პარკში ან ჰერმეტულ გარემოში არ უნდა მოვათავსოთ.
  • ხახვი - თუ ხახვს მაცივარში შეინახავთ, ტენიანობა მას დაარბილებს. ხახვი გრილ და მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ. თუმცა, მწვანე ხახვის მაცივარში შენახვა შეგიძლიათ. საყურადღებოა ისიც, რომ ხახვისა და კარტოფილის ერთსა და იმავე ადგილზე შენახვა არ შეიძლება. ორივე მალე გაფუჭდება.
  • ავოკადო - თუ ის ბოლომდე მომწიფებული არ არის, მაცივარში ნუ შეინახავთ. გარეთ დავდოთ, რომ უფრო კარგად დამწიფდეს და გემრიელი იყოს.
  • ნიორი - მაცივარში არ უნდა შევინახოთ.
  • პური - აუცილებლად საყინულეში უნდა შევინახოთ.
  • ზეთისხილი - როდესაც გახსნილ მდგომარეობაში მაცივარში ვინახავთ, გემო და სტრუქტურა ეცვლება.
  • ყავა - მაცივარში ნუ შეინახავთ. ის გემოვნურ თვისებებს დაკარგავს და ასევე, მაცივარში რაც კი პროდუქტია, ყველას სუნს შეისრუტავს.
  • თაფლი - თაფლი მაცივარში კრისტალიზდება და გემო ეკარგება.

პროდუქტები, რომლებიც მაცივარში აუცილებლად უნდა შევინახოთ:

  • ხორცი და თევზი
  • რძის ნაწარმი
  • კვერცხი
  • მზა საკვები
  • დესერტები
  • საწებლები
  • ხილი და მწვანილი
  • სხვა გამზადებული საკვები

კვერცხი მაცივრის კარში არ უნდა შევინახოთ, აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურაა. კვერცხი კი მალფუჭებადი პროდუქტია. სასურველია, უფრო დაბლა ან მაღლა არსებულ სივრცეში შევინახოთ.