პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უმცროსი შვილი ლილიბეტი 4 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით მეგან მარკლმა 4 წლის წინანდელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სამშობიაროშია გადაღებული, გოგონას გაჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე.
"ოთხი წლის წინ ამ დღეს ესეც მოხდა. ჩვენი ორივე შვილი დათქმულ დროზე ერთი კვირით გვიან დაიბადა... ასე რომ, როცა მძაფრმა საკვებმა, სეირნობებმა და ნემსებმა არ უშველა, ესღა დაგვრჩენოდა!"
მიუხედავად მათ გარშემო ატეხილი მუდმივი მითქმა-მოთქმისა და იმისა, რომ პრინცი ჰარი მოიკვეთა თავისმა ოჯახმა, წყვილი თავს ერთად კარგად გრძნობს. მეგანს და ჰარის ორი შვილი ჰყავთ.
წამოზრდილი შვილები არავის უნახავს, რადგან მათ ფოტოებს არ ასაჯაროებენ - მათი პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად.