"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილმა ოჯახის წევრებს შორის კამათი და ხმამაღალი სიტყვა არ გაიგოს. არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყოს...“ - ბაია კუზანოვა შვილის აღზრდის შესახებ - მშობლები

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილმა ოჯახის წევრებს შორის კამათი და ხმამაღალი სიტყვა არ გაიგოს. არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყოს...“ - ბაია კუზანოვა შვილის აღზრდის შესახებ

2025-06-05 11:30:23+04:00

პლასტიკური ქირურგი და კუზანოვების ცნობილი ოჯახის წევრი ბაია კუზანოვა გადაცემაში "იმუნიტეტი" შვილის აღზრდის შესახებ საუბრობს და ასახელებს მთავარ წესს, რასაც მასთან ურთიერთობაში იყენებს:

- რომ გითხრათ, დილიდან საღამომდე ბავშვთან ვარ-თქო, ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი. სამწუხაროდ, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ დილიდან საღამომდე ბავშვთან ერთად ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დროის გატარება ძალიან მიყვარს, სამსახურიდან და პროფესიიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ. ის მიხარია, რომ დილით ერთად ვიღვიძებთ. როგორც მე ვემზადები სამსახურში წასასვლელად, ის ბაღისთვის ემზადება. კბილებს იხეხავს, ჩემთან ერთად იცვამს... და ეს რაღაცნაირად მახარებს. მთელი დღე სამსახურში ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ ბაღიდან მე წამოვიყვანო. როცა ვაკითხავ, თვალების გაბრწყინება და სიხარული რომ დავინახო.

503131212-10226971616825311-3001173487222173542-n-1749111443.jpg

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ოჯახის წევრებს შორის კამათი და ხმამაღალი სიტყვა გაიგოს. არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყოს. სახლში ყველა ერთი პროფესიის ადამიანები ვართ, ხშირად რაღაც ქეისს განვიხილავთ და ვკამათობთ. სულ ვცილობ, როდესაც ჩემი შვილი მისაღებ ოთახშია, დაბალ ხმაზე ვისაუბროთ. 4 წლის ასაკში ბავშვმა ხმამაღალი სიტყვა არ უნდა გაიგოს.

503709281-10226973187024565-7857299927642906587-n-1749111443.jpg უამრავი მაგალითია, შვილთან ერთად რომ ზიხარ, ტელეფონი არ უნდა სქროლო, რომ ეს მის ჩვევაში არ გადავიდეს. სწორად უნდა მიირთვა და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველაზე მეტად, რაზეც ვფიქრობ, რომ მის ემოციურ ფონზე იმოქმედებს, ეს ხმამაღალი სიტყვა და ჩხუბია.