ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის თანამშრომელია და წუხელ იგი ღამის მორიგე ცვლაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, პარალელურად, სკოლაშიც დადიოდა.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება. განაგრძეთ კითხვა