19 წლის მოდელი და ინფლუენსერი პარასეილინგის დროს პანიკაში ჩავარდა, უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა და 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა... - ტრაგედიის ამსახველმა ვიდეომ მსოფლიო მოიცვა - მშობლები

19 წლის მოდელი და ინფლუენსერი პარასეილინგის დროს პანიკაში ჩავარდა, უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა და 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა... - ტრაგედიის ამსახველმა ვიდეომ მსოფლიო მოიცვა

2025-06-05 22:13:12+04:00

პარასეილინგი აქტიური გართობის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა - სატრანსპორტო საშუალებასთან ტროსით მიბმული სპეციალური პარაშუტით ზღვის თავზე ფრენა. თუმცა ტრაგიკული შემთხვევები საკმაოდ ხშირია - უფრო, ტექნიკური გაუმართაობის გამო. თუმცა გასულ კვირას მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება ამგვარი ექსტრემალური გართობის საკმაოდ დიდ რისკებზე.

19 წლის სერბი მოდელი და ინფლუენსერი ტიჟანა რადონიჩი შვებულებას მონტენეგროში, ბუდვაში ატარებდა. იქვე გადაწყვიტა, პარასეილინგი მოესინჯა. თუმცა პარაშუტზე დაკიდებული პანიკაში ჩავარდა, ღვედი შეიხსნა და 50 მეტრის სიმაღლიდან ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა. გოგონას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ინციდენტი კამერამაც დააფიქსირა და ვიდეო, თუ როგორ ცდილობს პანიკაში მყოფი გოგონა ღვედის გახსნას და თავის გათავისუფლებას, მსოფლიო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

ინციდენტის დროს ახლოს მყოფი თვითმხილველების თქმით, ტიჟანა ყვიროდა: „გამიყვანეთ!“ და ძლიერ პანიკაში იყო.

როგორც მოგვიანებით ყვებოდნენ, პარასეილინგის კომპანიის თანამშრომელი თავად მივიდა ტიჟანასთან სანაპიროზე და უფასოდ შესთავაზა გასეირნება. ახალგაზრდა გოგონამ შეთავაზება მიიღო, საჭირო მცირე ტრენინგი გაიარა და ჰაერში აფრინდა.

კომპანიის მფლობელმა მირკო კრძიჩმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „ყველანი შოკში ვართ, არ გვესმის, რა მოხდა. გოგონას ფრენის არ ეშინოდა, დავატრენინგეთ. ჩვენი ყველა აღჭურვილობა შემოწმებულია და ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით“.

ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს შორისაა, თუ რატომ ჩავარდა ტიჯანა პანიკაში, იყო თუ არა აღჭურვილობასთან დაკავშირებით რაიმე გაუმართაობა, სწორად იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების პროცედურები და საკმარისი იყო თუ არა ტრენინგი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი უბედური შემთხვევები, როგორც წესი, პანიკის შეტევების ან სიმაღლის შიშის გამო ხდება.

გოგონა თავის ქვეყანაში ცნობილი და წარმატებული ინფლუენსერი იყო.

tijana-radonjic-1749148113.jpeg