ის თავისი ნებით შევიდა და იცხოვრა ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომ პაციენტების ნამდვილი ცხოვრება ენახა და გადმოეცა - მამაცი ქალი და პირველი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც შეცვალა საზოგადოებრივი აზრი - მშობლები

ის თავისი ნებით შევიდა და იცხოვრა ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომ პაციენტების ნამდვილი ცხოვრება ენახა და გადმოეცა - მამაცი ქალი და პირველი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელმაც შეცვალა საზოგადოებრივი აზრი

2025-06-06 23:47:45+04:00

ნელი ბლაი (ინგლ. Nellie Bly), ნამდვილი სახელით ელიზაბეტ ჯეინ კოკრანი (Elizabeth Jane Cochrane), იყო ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია თავისი გაბედული და ინოვაციური ჟურნალისტური საქმიანობით. იგი დაიბადა 1864 წლის 5 მაისს პენსილვანიაში და გარდაიცვალა 1922 წლის 27 იანვარს ნიუ-იორკში.

კარიერის დასაწყისი

ნელი ბლაის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 1885 წელს, როდესაც ის გამოეხმაურა „Pittsburgh Dispatch“-ში გამოქვეყნებულ სექსისტურ სტატიას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალები მხოლოდ სახლის საქმეებისთვის იყვნენ გაჩენილნი. მისი პასუხი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გაზეთის რედაქტორმა მას ჟურნალისტად მუშაობა შესთავაზა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან ფსევდონიმი „ნელი ბლაი“, რომელიც მომდინარეობს სტივენ ფოსტერის პოპულარული სიმღერიდან „Nelly Bly“.

გამოჩენილი ჟურნალისტური საქმიანობა

ნელი ბლაი გახდა ცნობილი თავისი გამბედავი ჟურნალისტური მეთოდებით, რომლებიც მოიცავდა პირად მონაწილეობას და დაკვირვებას. 1887 წელს, მან თავი მოაჩვენა ფსიქიკურად ავადმყოფად და მოათავსეს ნიუ-იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რათა გამოეკვლია იქ არსებული პირობები. მისი რეპორტაჟი, რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცა სახელწოდებით „Ten Days in a Mad-House“, ნათელს ფენდა საავადმყოფოში არსებულ მძიმე პირობებს, ანტისანიტარიას, მედპერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობას და ძალიან ბევრ პაციენტს, რომლებიც სინამდვილეში არ იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო იქ გამოკეტეს იქ და მედიკოსების "მკურნალობის მეთოდების" შედეგად, უმრავლესობა ნამდვილად იქცა პაციენტად.

ნელის კრიტიკულმა სტატიამ დიდი გადატრიალება მოახდინა და ხელი შეუწყო ხელი ფსიქიატრიული დაწესებულებების რეფორმებს.

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

1889 წელს, ნელი ბლაიმ წამოიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, შთაგონებულმა ჟიულ ვერნის რომანით „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო 80 დღეში“. იგი გაემგზავრა 1889 წლის 14 ნოემბერს და 72 დღეში, 6 საათსა და 11 წუთში დაასრულა მოგზაურობა, რითაც დაამყარა ახალი რეკორდი და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ასეთი მოგზაურობა დამოუკიდებლად განახორციელა.

nelly-bly-14-1749239527.jpg

მემკვიდრეობა

ნელი ბლაი ითვლება ერთ-ერთ პირველ გამომძიებელ ჟურნალისტად, რომელმაც თავისი საქმიანობით შეცვალა საზოგადოებრივი აზრი და ხელი შეუწყო სოციალურ რეფორმებს. მისი გაბედული ნაბიჯები და ჟურნალისტური მეთოდები დღემდე შთაგონების წყაროა ჟურნალისტებისთვის მთელ მსოფლიოში.