ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობლებმა უფროს შვილებს ძიძის პასუხისმგებლობა არ უნდა მიანიჭონ:
- ყველა ოჯახს ურთიერთობის თავისი ფსიქოლოგიური კანონზომიერებები აქვს. საზღვრები უნდა დავაწესოთ. ჩნდება პატარა. მოზარდებთან ვმუშაობ და ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ პატარების ფუნქცია ესაა, რომ იცელქონ, შენს პირად სივრცეში შემოიჭრან, შენი ნივთები აიღონ... მშობელმა ყოველთვის უფროსი არ უნდა გაამტყუნოს. პირიქით, პატარა და-ძმასაც უნდა უთხრან: "ეს შენი არ არის, მოდი, ვკითხოთ, თუ დაგვრთავს ნებართვას, მაშინ მისი ნივთით ვისარგებლოთ." პირველი, რასაც მშობელი ცალსახად უნდა აკეთებდეს: ნუ წაართმევთ უფროს შვილებს ბავშვობის უფლებას. ვთხოვოთ უფროს შვილებს დახმარება, თუ დრო ექნება, რაღაც გამოგვიყოლონ. მისი მნიშვნელოვნება დავანახოთ.
რაც შეეხება, და-ძმის გაჩენასთან დაკავშირებით პირველი ინფორმაციის მიწოდებას, ბავშვმა ეს პოსტ-ფაქტუმ არ უნდა გაიგოს.
იხილეთ გადაცემა ვრცლად: