ტელეწამყვან ლიკა ევგენიძესა და მის მუსიკოს მეუღლე ნიკა კოჩაროვს ქალიშვილი შარშან აგვისტოში შეეძინათ. გოგონას ალისა დაარქვეს. პატარა გუშინ მონათლეს და ნათლობის ცერემონიიდან ფოტოები ლიკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პატარა ალისა ლიკასა და ნიკასთვის პირველი საერთო შვილია. ლიკას უფროსი ქალ-ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.