პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში - „ოზის ჯადოქარს“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი დგამს - მშობლები

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში - „ოზის ჯადოქარს“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი დგამს

2025-06-09 16:39:01+04:00

თეატრალური სეზონის ბოლოს, ბავშვებს დაუვიწყარი სანახაობა ელით. 20, 21, 22 და 28 ივნისს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე, ფრენკ ბაუმის ნაწარმოების მიხედვით „ოზის ჯადოქარს“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი დგამს.

რა ელოდებათ ბავშვებს? შთამბეჭდავი სცენოგრაფია, ულამაზესი კოსტიუმები. ბევრი სიფერადე და მუსიკალური ნომრები, რომლის გარეშეც საბავშვო წარმოდგენა წარმოუდგენელია.

„ ოზის ჯადოქარი“ არის სპექტაკლი პატარა გოგონაზე, რომელიც სიყვარულით, მეგობრობის, ერთგულების გრძნობით გადალახავს ყველა, წარმოუდგენელ დაბრკოლებას და დასახულ მიზანს მიაღწევს.

ინსცენირების ავტორები- ანანო მირიანაშვილი, დავით ჩხარტიშვილი

რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი

მხატვარი ლევან კვარაცხელია

კომპოზიტორი დავით თავაძე

ქორეოგრაფი გია მარღანია

ვიდეო ინსტალაციების ავტორი- ირაკლი ხვთისიაშვილი

რეჟისორის თანაშემწე თამაზ ქარაული

მონაწილეობენ: პაატა მხეიძე, კახაბერ ჭოლაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ანა სულუაშვილი, ლიკა შუკაკიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ლევან კაციაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე, ვანო დუგლაძე, შალვა ანთელავა, სოფიო ებრალიძე, ასმათ ქურციკიძე, ირინე კუკულაძე, ნინო შუშიაშვილი, რატი ნავაძე, ზურაბ არუსია, სალომე წურწუმია, ნია ტოგონიძე.

R