რა კავშირშია პრეზერვატივის ხშირი გამოყენება საშვილოსნოს წყლულის გაჩენასთან საქართველოში არასასურველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა კვლავაც ხშირია, რაც კონტრაცეფციის შესახებ საზოგადოების არასათანადო ცოდნით არის განპირობებული. რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ - თემასთან დაკავშირებით, მკითხველების შეკითხვებს გინეკოლოგი, ნინო იამანიძე პასუხობს.
- რამდენად უსაფრთხოა მხარში ჩადგმული იმპლანტონი და აქვს თუ არა ზუსტად 3-წლიანი გარანტია?
- იმპლანტაციური კონტრაცეფციული საშუალებები პირველ რიგში ძალიან კარგად გამოიყენება მეძუძურ დედებში, თავისი გვერდითი ჩვენებების სიმცირის გამო. მინდა გითხრათ, რომ იმპლანტონი არის იმპლანტი, რომელიც იდგმება კანქვეშ და ახასიათებს კონტრაცეფციული ძალიან კარგი ეფექტი. რაც შეეხება სამწლიან გარანტიას, არის სამი წლიდან შვიდ წლამდე, გააჩნია რომელ ფორმაზე გვაქვს საუბარი. როგორც კითხვის ავტორმა აღნიშნა, მისი მოქმედება ნამდვილად სამი წლის განმავლობაში გრძელდება. დღესდღეობით მიმდინარეობს კვლევები, რათა გაიზარდოს მისი მოქმედების ვადა ოთხ წლამდე. მისი დამცველობითი მექანიზმიდან გამომდინარე პირველი წლის განმავლობაში ეს გარანტია 99% უახლოვდება, ერთი წლის შემდეგ კი შესაძლებელია ეფექტის შემცირება, ანუ 100 ქალიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს არასასურველი ორსულობა.
- რამდენად სანდოა ჰორმონალური კონტრაცეფცია და რა დადებითი თვისებებით ხასიათდება ის?
- ჰორმონალური კონტრაცეფცია მოიცავს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სხვადასხვა სახის საშუალებას. არსებობს კონბინირებული პრეპარატები, რომლების შეიცავენ ორი სახის ჰორმონალურ პრეპარატებს. ასევე არსებობს პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ ერთი სახის პრეპარატებს შეიცავენ. თითოეულ მათგანს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები, განსხვავებული გვერდითი ეფექტები, აქედან გამომდინარე კითხვი ავტორს უნდა დაეკონკრეტებინა რომელ ჰორმონალურ კონტრაცეფციაზე აქვს კითხვა. მათი ეფექტურობაც ძალიან განსხვავდება, გამომდინარე იქიდან რომალ პრეპარატზე გვაქვს საუბარი.
- ჰორმონალური კონტრაცეფცია დღეისათვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თუ შეიძლება, რომ განმარტოთ, როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
- ჰორმონალური კონტრაცეფციის მეტი წილი მოქმედებენ ოვულაციის დათრგუნვაზე, ეს კი განაყოფიერებისთვის მთავარი ჩამრთავი მექანიზმია, სწორედ მისი დათრგუნვის შედეგად არ ხდება ორსულობა. ჰორმონალური კონტრაცეფციის რაც შეეხება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საშვილოსნოს ყელში მიმდინარეობს გარკვეული ქიმიური ცვლილებები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის ლორწოს სტრუქტურულ გარდაქმნას, რის გამოც შეღწევადობა სპერმატოზოიდების ფერხდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი არასასურველი ორსულობისგან. არსებობს კონტრაცეფტივები, რომლებიც უშუალოდ საშოში მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე უარყოფითად, ანუ იწვევენ მათ ინაქტივაციას. საშვილოსნოს შიდა საშვალებებიც არის როგორც ინერტული, არაედიკამენტური, ასევე არის მედიკამენტურიც. ანუ ჰორმონალური კონტრაცეფციას სხვადასხვა ეფექტი აქვს, მაგრამ მთავარი რის გამოც ვიყენებთ არის ავოლაციის დათრგუნვა.
- ახასიათებს თუ არა უკუჩვენბები ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტს და რა შემთხვევაში შეიძლებ მისი განთავსება კანქვეშ?
-ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტის ჩაყენების სურვილის შემთხვევაში აუცილებელია კვალიფიციური კონსულტირება. ძირითადი უკუჩვენება ეს არის თრომბოემბულიზმი, ეს არის ღვიძლის მწვავე პათოლოგიები. ასევე გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პათოლოგიების დროს შესაძლებელია თავის შეკავება იმპლანტის ჩაყენებისგან. როცა დადასტურებულია და დიაგნოსტირებულია რომ ქალი ორსულად არ არის ამ შემთხვევაში ვუნიშნავთ იმპლანტს, ასევე თუ ქალს ანამნიზში აღენიშნება გაურკვეველი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ჯერ უნდა დაისვას დიზგნოზე და შემდეგ
უკვე შიძლება ამ პრეპარატის გამოყენება. თვითონ იმოპლანონს, რომელიც გესტაგენს შეიცავს აქვს პერიოდული სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელმაც შეიძლება გარკვეულწილად პათოლოგიების წაშლილი სურათი მოგვცეს და ვერ გავერკვეთ ზუსტად აღნიშნულ სიტუაციაში. იმპლანტი ძალიან კარგად გამოიყენება 35-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში, იმ ადამიანებში, ვისთანაც ესტროგენ დამოკიდებული მდგომარეობა არის უარყოფითი.
- გადახრილი საშვილოსნოს შემთხვევაში, რამდენად ეფექტურია ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლის გამოყენება?
-ეს ორი მდგომარეობა არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში. ადამიანის ანატომია არის ინდივიდუალური და მსგავსი ანატომიური ცვლილება პრონციპში არ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საშვილოსნო შეიძლება იყოს გადახრილი ან წინ ან უკან, თუმცა ამ შემთხვევაში ამას კარდინალური მნიშვნელობა არ აქვს დაორსულებისთვის. აქედან გამომდინარე შიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლის გამოყენება. ეს ადგილობრივი მოქმედების კონტრაცეპტივია, მხოლოდ საშოს დონეზე მოქმედებს და სპარმატოზოიდების ინაქტივაციას იწვევს.
- რამდენად უსაფრთხოა სპირალი, აქვს თუ არა უარყოფითი მხარეები და რა უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით? სპირალის ამოღების შემდეგ ხომ არ არის რისკი, რომ დაფეხმძიმებაში პრობლემები შემექმნას?
-სპირალს გვერდითი ეფექტები თითქმის არ აქვს, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია პირველი სამი თვის განმავლობაში გამოიწვიოს სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ალაგდება. ეს ძირითადად გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად. რეპროდუქციული სისტემა ამით არ ზიანდება. რა თქმა უნდა სჭირდება მეთვალყურეობა, მაგრამ სხვა კონტრაცეპტივებთან შესარებით მინიმალური სახის მეთვალყურეობა სჭირდება. ამ შემთხვევაში მთხავარია საშოს სისუფთავის დაცვა, ვინაიდან საშოში არსებული ინფექცია არ გავრცელდეს საშვილოსნოში და ფალოპის მილებში.
- მართალია, რომ ორგანიზმი ეჩვევა ერთსა და იმავე კონტრაცეპტივს და საჭიროა მისი შეცვლა? რას გვირჩევთ არაჰორმონულ პრეპარატებთან დაკავშირებით?
-სავარაუდოდ კომბინირებულ კონტრაცეპციაზეა საუბარი, ანუ ეს პრეპარატია, რომელიც შეიცავს როგორც ესტროგენს, ასევე პროგესტერონს, ანუ მათ სინთეზურ ანალოგს. ამ პრეპარატებს გააჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტაციური მოვლენა. დანიშვნის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ პაციენტს გარკვეული გვერდითი ჩვენებების შესახებ. კომბინირებულ კონტრაცეპციას ახასიათებს გულის რევა, თავბრუსხვევა, სარძევე ჯირკვლების პერიოდული გამკვრივება. თუმცა ეს შეიძლება გაგრძელდეს პირველი სამი თვის განმავობაში. შესაძლებელია მსგავსი პრეპარატი პაციენტმა საერთოდ ვერ აიტანოს და ჩვენ გადავდივართ სხვა სახის კონტრაცეპციაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ პაციენტის ორგანიზმი ადაპტირებულია ამ პრეპარატის მიმართ და მე არ ვურჩევდი მის შეცვლას. თუმცა საყურადღებოა თუ რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყევებს ამ პრეპარატს. თუ ერთი და ორი წლის განმავლობაში იყნებს, თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს მოხმარება ხუთ წლამდეც კი.
- რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის "ოვიდონ რიხტერი". ექვსი თვის წინ დავიწყე მიღება და რის შემდეგაც დამეწყო სიყვითლე, რას მირჩევთ?
-"ოვიდონ რიხტერი" არის კომბინირებული კონტრაცეპტივი, რომელიც პირველი თაობისაა და დიდი რაოდენობით ესტროგენს შეიცავს. ესტროგენს აქვს ბევრი გვერდითი, უარყოფითი გამოვლინება და ერთ-ერთი არის ღვიძლზე ზემოქმედება, რის შედეგადაც სიყვითლე ვითარდება. რაც უფრო მცირე დოზით არის ესტროგენი, მით უფრო მცირე არის მისი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე. ეს პრეპარატი დღესდღეისობით ძალიან ნაკლებად გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. "ოვიდონის" შეცვლას ნამდვილად ვურჩევდი კითხვის ავტორს, რაიმე დაბალი დოზის ესტროგენის პრეპარატით.
- როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან, თუ ძვირადღირებული კონტრაცეფტივების შეძენის საშუალება არ არის. რას გვირჩევთ სახლის პირობებში "თავის დაცვის" (საპონის, ციტრამონის, C ვიტამინის) ეფექტურობაზე, სამედიცინო თვალსაზრისით რას გვეტყვით?
- ციტრამონი ძალიან კარგად გამოიყენება თავის ტკივილის დროს,C ვიტამინი გაციების დროს, ხოლო საპონი ჰიგიენურ საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს არცერთი არ არის კონტრაცეპტივი. რაც შეეხება ძვირადღირებულ პრეპარატებს, არსებობს ბუნებრივი მეთოდები, რაც სახლის პირობებში კეთდება. ეს არის კალენდარული დღეები, ოვულაციური დღეების დაცვა, სქესობრივი კონტაქტის შეწყვეტა და ბევრი სხვა.
- რა კავშირშია პრეზერვატივის ხშირი გამოყენება საშვილოსნოს წყლულის გაჩენასთან, რამდენად სწარფად განვითარებადი დაავადებაა და არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების საშიშროება მისი გართულების შემთხვევაში?
- პრეზერვატივი კონტრაცეფციის ბარიერული სახეა, მას აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფუნქცია, სხვა კონტრაცეპტივებისგან განსხვავებით სქესორივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციას. სწორედ ეს ინფექციებია ძირითადათ საშვილოსნოს დააადებების გამომწვევი. მინდა გითხრათ, რომ პრეზერვატივის ხშირი გამოყენება არანაირ კავშირში არ არის საშვილოსნოს ყელის პათოლოგიასთან. საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება პაპილომა ვირუსის ზემოქმედების შედეგად. დაინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ წარმოიშვება სიმსიმნე. საშვილოსნოს ყელზე პრეზერვატივს უარყოფითი ზეგავლენა არ აქვს.
მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.