ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
"ისრაელის სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს ვალდებულება, იმოქმედოს თავისი მოქალაქეების დასაცავად“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. განაგრძეთ კითხვა