"მიშოს ეძინა და ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა..." - ტრაგედია ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას ოჯახში - მშობლები

"მიშოს ეძინა და ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა..." - ტრაგედია ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას ოჯახში

2025-06-13 10:02:55+04:00

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდას ეძინა და მან გამოსვლა ვერ შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცავები. ახალგაზრდა ბიჭის ასე ტრაგიკულად დაღუპვას ყველა განიცდის. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

"სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა. ვუთანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას. მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ.” – წერს "ტორპედოს" ფანკლუბი ,,ჯუნგლები".განაგრძეთ კითხვა