ავსტრიული მედია ავრცელებს იმ ბინიდან კადრებს, სადაც ცნობილი ქართველი ქირურგი ოპერაციებს უკანონოდ ატარებდა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სკანდალურ საქმეზე - მშობლები

ავსტრიული მედია ავრცელებს იმ ბინიდან კადრებს, სადაც ცნობილი ქართველი ქირურგი ოპერაციებს უკანონოდ ატარებდა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი სკანდალურ საქმეზე

2025-06-15 11:30:13+04:00

ავსტრიაში ქართველი პლასტიკური ქირურგის დაკავების შესახებ ინფორმაციაambebi.ge-ზე პირველად თებერვალში გამოქვეყნდა. ავსტრიული მედია მაშინ ექიმის სახელს და გვარს არ წერდა, თუმცა გვქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ცნობილი ქირურგი ზურაბ კეკელიაა.

ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია, არაერთ წყაროსთან გადავამოწმეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოჯახი საგულდაგულოდ მალავდა. თანამშრომლები, რომლებიც კეკელიას კლინიკაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ მათი ინფორმაციით, კეკელია ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოსკოვში მკურნალობდა და მალე თბილისში დაბრუნდებოდა. კეკელიას დაკავების შესახებ ამბავი ჩვენგან გაიგეს და დაჯერება გაუჭირდათ.

  • 5 ივნისს კეკელია გაასამართლეს და ავსტრიულ მედიაში, მისი ინიციალებიც გამოჩნდა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

ვენაში ქართველ პლასტიკურ ქირურგს, ზურაბ კ.-ს, განზრახ მძიმე სხეულის დაზიანებისთვის 20-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა, რომელიც სერიოზული გართულებებით დასრულდა, გასულ თებერვალს მოხდა. 36 წლის ზურაბ კ., რომელიც სამშობლოში, საქართველოში, პატივცემულ ქირურგად ითვლება, ვენაში უკანონო კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა.

უკანონო ოპერაცია საცხოვრებელ ბინაში

გასული წლის 11 თებერვალს, ვენის ლანდშტრასეს რაიონში, ზურაბ კ.-მ 58 წლის ქალს უკანონოდ ჩაუტარა ნიკაპის ლიფტინგის პროცედურა. ოპერაციის შედეგად ქალს იმდენად მძიმე გართულებები განუვითარდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღამე ვენის ცენტრალური კლინიკის (AKH) რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და სასწრაფო ნეიროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. განაგრძეთ კითხვა