ირანის შაჰის მემკვიდრე ებრაელ დრონების მწარმოებელ ბიზნესმენზე დაქორწინდა: "სანამ რაკეტები დაფრინავენ, სწორედ ამ დინასტიის დაბრუნებაა აშშ-ის სათადარიგო გეგმა" - მშობლები

ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე ებრაელ დრონების მწარმოებელ ბიზნესმენზე დაქორწინდა: "სანამ რაკეტები დაფრინავენ, სწორედ ამ დინასტიის დაბრუნებაა აშშ-ის სათადარიგო გეგმა"

2025-06-16 09:19:21+04:00

ახლო აღმოსავლეთზე სამხედრო კონფლიქტის ფონზე სოცქსელში ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილიშვილის, იმან ფეჰლევის ქორწინებას განხილავენ.

31 წლის იმანი თავის შეყვარებულ ბრედლი შერმანზე დაქორწინდა - ებრაული წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენზე, რომელიც Matternet კომპანიის, დრონების კომერციული მწარმოებლის პარტნიორობის ხელმძღვანელია.

64ee5cd2-45e1-40f7-bda3-f5fa65c810e8-1750051630.jpg

ქორწილი საფრანგეთში გაიმართა და სპარსული ტრადიციების ელემენტებს მოიცავდა, რომლებიც თანამედროვე კონტექსტში იყო წარმოდგენილი. საკურთხევლისკენ იმანი Elie Saab-ის კაბით მივიდა, რომელიც ზეიმის განმავლობაში თანდათან სამ განსხვავებულ სახედ გარდაიქმნა.

scale-1200-1750051732.jpg

"ქორწინებამ აღნიშნა არა მხოლოდ ორი ადამიანის კავშირი, არამედ კულტურების, თაობების და მსოფლიო გავლენების შერწყმა", - წერს Vogue Arabia.

10474462-800-1750051712.jpg

შეგახსენებთ, რომ ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დაამხეს და ოჯახთან ერთად ირანიდან ემიგრაციაში წავიდა. მისი უფროსი ვაჟი რეზა, რომელიც ადრე მემკვიდრე პრინცის ტიტულს ატარებდა, ახლა ცხოვრობს აშშ-ში და ღიად აკრიტიკებს ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, თავის თავს დემოკრატიული და სეკულარული ირანის მომხრეს უწოდებს.

c7254b11-146f-435d-bd56-45936fd715a9-1750051670.jpg

"სანამ ახლო აღმოსავლეთის თავზე რაკეტები დაფრინავენ, აშშ-ში არაბები და ებრაელები ქორწინდებიან. ფეჰლევები - ეს არაა უბრალო ოჯახი. ეს პოლიტიკური დინასტიაა. სწორედ ამ დინასტიის დაბრუნება, მისი პროამერიკული, პროისრაელური პოზიციით, რჩება ვაშინგტონის B გეგმად იმ შემთხვევაში, თუ ირანში წარმატებული სახელმწიფო გადატრიალება მოხდება". - მსგავსი მოსაზრებები ქვეყნდება პრესაში.

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი 13 ივნისის ღამეს გამწვავდა.