სათამაშოები და ჯანმრთელობა - უსაფრთხოების გზამკვლევი მშობლებისთვის - მშობლები

სათამაშოები და ჯანმრთელობა - უსაფრთხოების გზამკვლევი მშობლებისთვის

2025-06-18 10:14:04+04:00

ბავშვობა სათამაშოების გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ისინი არა მხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, წვრილი და მსხვილი მოტორული უნარების გაუმჯობესებას, სოციალურ-ემოციური უნარების ჩამოყალიბებას და შემეცნებითი შესაძლებლობების ზრდას. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ სათამაშოები სწორად შეარჩიოთ როგორც ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით, ისე ასაკობრივი თვალსაზრისით.

სათამაშოების გავლენა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათამაშოები ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ღრმა ზემოქმედებას ახდენს. ბურთები, ბალანსის სათამაშოები, კუბიკები წვრილ და მსხვილ მოტორიკას უვითარებს, ხელს უწყობს კოორდინაციისა და მოძრაობის უნარების დახვეწას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია შემოქმედებითობისა და ფანტაზიის სტიმულირება, რაშიც მათ ფერადი პლასტილინები, თიხა, კონსტრუქტორები და ასევე როლური სათამაშოები ეხმარება. სოციალიზაციის მიღწევა კი ჯგუფური თამაშებითაა შესაძლებელი. ამ დროს პატარებს თანამშრომლობისა და ემპათიის უნარები უვითარდებათ.

505880135-750710047395054-3779880731720744886-n-1750227667.jpg

სათამაშოების უსაფრთხოება

ბავშვები სამყაროს შეცნობას სხვადასხვა შეგრძნების საშუალებით ახორციელებენ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სათამაშო შეიძლება აღმოჩნდეს მათ პირში. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბავშვის ხელში ხვდება, უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. 3 წლამდე ასაკზე გათვლილ სათამაშოებს არ უნდა ჰქონდეს მცირე დეტალები, რომ მათი გადაყლაპვის რისკისგან დაზღვეული იყოთ. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შემადგენლობა. ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას, ფტალატებს, ბისფენოლს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. გარდა ამისა, უხარისხო საღებავებმა, პლასტმასმი ან ქსოვილებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან ალერგია. გარდა ამისა, მკვეთრმა კუთხეებმა, მსხვრევადმა მასალამ, არამდგრადმა კონსტრუქციამ შეიძლება საკმაოდ სერიოზული ფიზიკური ტრავმა მიაყენოს პატარას. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია ხმამაღალი ბგერები. ზედმეტად მაღალმა ხმამ, რომელსაც უხარისხო მუსიკალური სათამაშო გამოსცეს, ბავშვის სმენის შეუქცევადი დაზიანებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

უსაფრთხო სათამაშოს არჩევის წესები მშობლებისთვის

  • ყოველი სათამაშო უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. მწარმოებელ კომპანიებს ხშირად აქვთ მითითებული შესაბამისი ასაკობრივი კატეგორია შეფუთვაზე. ეს მხოლოდ რეკომენდაცია კი არა, უსაფრთხოების ძირითადი წესი უნდა იყოს ნებისმიერი მშობლისთვის;
  • სათამაშოები უნდა იყოს სერტიფიცირებული საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტების მიხედვით. ასევე უნდა ჰქონდეს მითითებული მასალის შემადგენლობა და უსაფრთხოების ნიშნები. საქართველოში ამ მხრივ რეგულაციები სუსტია, ამიტომ მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბრენდის საერთაშორისო სერტიფიკატებს. აუცილებელია, ნივთები შეიძინოთ ისეთ მაღაზიაში, რომელიც სხვადასხვა ოფიციალურ ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოში. საქართველოში ასეთი მაღაზია გახლავთ „პეპელა“, რომელიც ფილიალებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ფლობს და საკმაოდ მრავალფეროვანი, ხარისხიანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. „პეპელა“ მაღაზიაში წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტის ხარისხზეა პასუხისმგებელი;
  • ნებისმიერი სათამაშოს არჩევისას მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს: პლასტმასის სუნს - მძაფრი არასასიამოვნო სუნი ტოქსიკურობის მაჩვენებელია. ასეთი სუნი კი დღეს სათამაშოების არაერთ მაღაზიაში დგას; საღებავს - ის დასველებისას არ უნდა ჩამოდიოდეს; ნაკერებს - რბილის სათამაშოები მჭიდროდ და ხარისხიანად უნდა იყოს გაკერილი, რომ პატარამ შიგთავსი არ გამოაცალოს, ელემენტს - ის მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისთვის.

გახსოვდეთ, სათამაშოს შერჩევისას თქვენი მთავარი იარაღია სანდო მაღაზიის შერჩევა და სერტიფიკატების შემოწმება. სათამაშო, რომელიც არ არის უსაფრთხო, შესაძლოა საფრთხის წყარო გახდეს.

R