"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი..." - ეთერ ლიპარტელიანი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე - მშობლები

"15 წლისანი ვიყავით, როცა შეგვიყვარდა ერთმანეთი..." - ეთერ ლიპარტელიანი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

2025-06-19 00:07:31+04:00

ეთერ ლიპარტელიანიქართული სპორტის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის 57 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკიდაამარცხა.

"დაუჯერებელი იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ფინალში ასე მარტივად მოვახერხე გამარჯვება და მოვიპოვე ისტორიული მედალი. პირველ რიგში, მადლობა ჩემს მწვრთნელებს ფედერაციაში, მეგობრებს, მეუღლეს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია“, - ამბობს ჩემპიონი ambebi.ge-სთან საუბარში.

ცნობისათვის: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს. ასევე, არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.). ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში მე-5 ადგილი დაიკავა.

  • "მივხვდი, რომ ეს გართობა არ იყო, არამედ უფრო მეტი"

- ლენტეხში დავიბადე. 8 წლის ასაკში შევედი ძიუდოზე, რადგან ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი ენერგია სად დამეხარჯა, თამაშით არ ვიღლებოდი. ჩემთან ახლოს იყო ძიუდოს დარბაზი და მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ვარჯიში დამეწყო. თავიდან გასართობად მივედი, რა თქმა უნდა, იმაზე არც მიფიქრია, რომ პროფესიულ დონეზე გავყოლოდი ძიუდოს ან ჩემი მომავალი მასზე ამეწყო.ძიუდოში ასამდე ბიჭი ვარჯიშობდა და ერთადერთი გოგონა ვიყავი.რამდენიმე წელში მივხვდი, რომ ეს გართობა არ იყო, არამედ უფრო მეტი... ბიძაჩემმამალხაზ ლიპარტელიანმაშემატყო, რომ მონაცემები მქონდა და გადაწყვიტა თბილისში წამოვეყვანე. დედა წინააღმდეგი იყო (სამი დედმამიშვილი მყავს - ერთი ძმა და 2 და), არ უნდოდა ჩემი თბილისში გაშვება, ძნელია, მშობელს შვილი მოაცილო და შორს წაიყვანო.დედას მიაჩნდა, რომ ძიუდო გოგოს საქმე არ იყო, უნდოდა ცეკვაზე მევლო ან სხვა სპორტით დავკავებულიყავი. მათ შორის, ჩემი ახლობელი ადამიანებიც - ნათესავები, მეზობლები, ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო.ჩემთვის გული რომ აეცრუებინათ, იმასაც მეუბნებოდნენ, რომ სხეული დამიმახინჯდებოდა, ვერ გავიზრდებოდი და ა.შ. მამა იმ დროს ესპანეთში ცხოვრობდა და იქიდან მგულშემატკივრობდა, ხელს მიწყობდა და ცდილობდა სპორტისთვის თავი არ დამენებებინა. მეც ძალიან მიჭირდა ოჯახის და დედის დატოვება, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მიზნები და ოცნებები მაძლიერებდა - იმხანად უკვე მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვფიქრობდი და ამ მიზნებთან და ოცნებებთან ერთად ვცხოვრობდი. არავის ვუსმენდი და მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ, მინდოდა ამ სპორტში ჩემი სიტყვა მეთქვა და სახელი დამეტოვებინა. მადლობა ღმერთს, ეს გამომივიდა და დღეს ბევრი ადამიანი მეუბნება, აი, რომ გიშლიდით, არ გვინდოდა ძიუდოზე გევლო, მადლობა ღმერთს, არ დაგვიჯერე და შენი გაიტანეო.

"მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში" განაგრძეთ კითხვა