პიანისტმა და ტელეწამყვანმა, სამი შვილის დედა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს კვლავ უპასუხა და ისევ გააკეთა კომენტარი მესამე მეუღლესთან დაშორებაზე.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დაშორდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეს.
მიზეზებსა და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა გამომწერებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ღალატი არ ყოფილა მიზეზი, რომ საკუთარ პრობლემებსა და ტკივილებს შეხვდა და სულის თავისუფლებას მიაღწია. ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ფუნქცია შვილების აღზრდა და სწორ გზაზე დაყენებაა.
ამჯერად აღნიშნა, რომ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, კვლავაც დედობაზეც და თავის დროზეც არ უნდა ესაუბრა ჯარჯიზე.
თათია შარანგიას მოზარდობის პერიოდიდან იცნობს საზოგადოება, როგორც ნიჭიერ პიანისტს. 14 წლისა საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, თუმცა მოგვიანებით ყვებოდა, რომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში და ამ ასაკში მარტო ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.
თათიას პირველივე ქორწინება გახმაურებული იყო, რადგან ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იქორწინა. მას და ლაშა შევარდნაძეს ორი ვაჟი შეეძინათ. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.
მეორედ ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა. წყვილს ვაჟი შეეძინა და რამდენიმე წელი იდეალურ წყვილად მიიჩნეოდნენ. თუმცა მათი ქორწინებაც არ გამოდგა მყარი და განქორწინდნენ.
სანდრო შელიამ თათიას შემდეგ ჟურნალისტ ნინი ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილი ახლა პირველ საერთო შვილს ელოდება.
რაც შეეხება თათიას, სანდროსთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ბიზნესმენი ჯარჯი თორაძე გამოჩნდა. წყვილმა იქორწინა და თათია ხშირად უზიარებდა საზოგადოებას თავისი დიდი სიყვარულის და რომანტიკული ამბების ამბებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თათიას ეს ქორწინებაც არ აღმოჩნდა ბედნიერი და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.