განქორწინებამდე, წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა. ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა დედა პირველად გახდა.
ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს იტალიაში დაიწერეს ჯვარი. რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში ნინას ორსულობის ფოტოები და ასე ამცნო წყვილმა საზოგადოებას, რომ საერთო შვილს ელოდებოდა.
11 ივნისს კი მათ ვაჟი შეეძინათ, რომლის ფოტოები ნინამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, პატარა ნიკოლას", - წერს ნინა.
სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
განქორწინებამდე, წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა. ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა დედა პირველად გახდა.