"დიდხანს ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში თბილისში... ეს სახლი სიმშვიდის პოვნის მცდელობის ნაწილია..." - სტუმრად გიორგი კეკელიძესთან მცხეთაში - მშობლები

"დიდხანს ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში თბილისში... ეს სახლი სიმშვიდის პოვნის მცდელობის ნაწილია..." - სტუმრად გიორგი კეკელიძესთან მცხეთაში

2025-06-22 00:18:38+04:00

მწერალ გიორგი კეკელიძეს და მის მეუღლეს მარიამ სოსელიას ცოტა ხნის წინ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც კეკე დაარქვეს. წყვილი მცხეთის სახლში ცხოვრობს, სადაც გიორგი რამდენიმე წელია გადავიდა საცხოვრებლად და სადაც მათ გარდა მათი საყვარელი ძაღლებიც ბინადრობენ.

482252894-1215325803282489-4762980763272602747-n-1744309850.jpg

სწორედ მცხეთის სახლში სტუმრობდა გიორგის გოგოლა კალანდაძე და მასთან ვრცლად ისაუბრა ამ სახლსა და ოჯახურ ყოფაზე.

- ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში თბილისში... ოზურგეთში დაახლოებით ასეთივე გარემოში გავიზარდე - ეზო, ცხოველები, სივრცე... და თითქოს იგივე გარემოს დავუბრუნდი. ჩემი ტიპის ადამიანს, რომელსაც სჭირდება სიმშვიდის იძულება, ეს ხედი, ეს გარემო უხდება. საერთოდ მომავალში მინდა ისეთი მოდელი მქონდეს ცხოვრების, რომ თბილისში ჩასვლა ნაკლებად მომიხდეს და აქედან ვახერხებდე დისტანციურად მუშაობას. ეს სახლი ამ სიმშვიდის პოვნის მცდელობის ნაწილია.