ცნობილი ბლოგერი და მოგზაური ნატალია ჯალაღონია, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გამომწერს პასუხობს კომენტარზე, თუ რატომ არის საჭირო მამაკაცის დასწრება მშობიარობაზე და რომ ამ დროს კაცმა შეიძლება შეიზიზღოს ქალი.
"ეს ვიდეო აქაც იდოს. ვისურვებდი, ნაკლები ადამიანი აზროვნებდეს ასე. გულდასაწყვეტია, მეტი არაფერი...
ამ კომენტარს საერთოდ არ ვუპასუხებდი, რომ არა მსგავსი აზროვნების მქონე ძალიან ბევრი ადამიანი. საერთოდ არ მითხოვია რორისთვის, რომ დასწრებოდა მშობიარობას, თავად ჰქონდა ამის სურვილი, თუმცა თავისთავად, მეც მინდოდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო. მასზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არავინ არ იყო. ადამიანი, რომელთან ერთადაც ვიზიარებდი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ჩემს ცხოვრებაში. კაცი, რომელიც ამ პროცესში შეგიზიზღებთ, მე მგონი არ არის თქვენთან ყოფნის ღირსი. ამ მომენტში კი არ უნდა შეგიზიზღოს, პირიქით, ათჯერ და ასჯერ მეტი პატივისცემა უნდა გაუჩნდეს შენდამი... რასაც ქალი ამ მომენტში განიცდის, რა ტკივილის ხარჯზეც მოავლენს ამქვეყნად ახალ სიცოცხლეს, არის უბრალოდ შეუფასებელი..." - წერს ნატალია.
ცნობისათვის, ნატალია ინგლისში გათხოვდა, თუმცა მეუღლესთან - რორისთან ერთად ძირითადად საქართველოში ცხოვრობს. აქ დაიწერა ჯვარი, აქვე გააჩინა პატარა მაქსიმე და აქვე მონათლა.