ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დადგა - გოგონა, რომელსაც უზარმაზარ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა მანიკიურს აკეთებს და დეპრესიას ებრძვის - მშობლები

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დადგა - გოგონა, რომელსაც უზარმაზარ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა მანიკიურს აკეთებს და დეპრესიას ებრძვის

2025-06-22 14:08:54+04:00

2000-იანების ვარსკვლავის, 39 წლის ამანდა ბაინსის ყოველი მორიგი გამოჩენა აჟიოტაჟის საბაბი ხდება. როცა პაპარაცები მას, ასე ძალიაან შეცვლილს, ფოტოებზე აღბეჭდავენ, კიდევ ერთხელ იხსენებენ მას მაყურებლები და საუბრობენ მის რთულ ბედზე.

ამჯერად კალიფორნიაში გადაიღეს, მეგობართან ერთად სადღაც მიმავალი. და ეს სულაც არ იყო ის ამანდა, რომელიც ახალგაზრდული ფილმების ყველაზე პოპულარულ მსახიობებს შორის სახელდებოდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და უამრავი ფანი ჰყავდა.

original-1-1750587344.webp

ამანდას 1996 წელს ჰქონდა დებიუტი ეკრანზე, ახალგაზრდულ სერიალში. მერე თავისი შოუ ჰქონდა Nickelodeon-ზე და არაერთ გახმაურებულ ფილმში ითამაშა. ლინდსი ლოჰანთან, დებ ოლსენებთაან და ჰილარი დაფთან ერთად იმ დროის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

original-2-1750587344.webp

თუმცა 2010 წელს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მიდიოდა კინოინდუსტრიიდან. მალე გავრცელდა ხმა, რომ გოგონას დეპრესია ჰქონდა საკუთარი სხეულის აღქმასთან დაკავშირებით, გააიტან ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების პერიოდი და ეს ყველაფერი ვარსკვლავურ დაავადებას დააბრალეს. თუმცა მოგვიანებით ხმები გავრცელდა, რომ ამანდა Nickelodeon-ის ცნობილი პროდიუსერის დენ შნაიდერის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, რომელიც მოგვიანებით მსახიობ ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულეს. თავად ამანდამ ერთხელ თქვა სოციალურ ქსელში, რომ 13 წლისამ აბორტი გაიკეთა...

amanda-bynes-on-the-red-carpet-cropped2-1750587905.jpg

ფაქტია, რომ გოგონამ წარმატების პიკზე მიატოვა შოუბიზნესი, წლები იყო მშობლების მეურვეობის ქვეშ და სრულიად შეიცვალა ცხოვრების სტილი. დაამთავრა მოდის და დიზაიანის ინსტიტუტი, მანიკიურის კურსები. ახლაც ძირითადად მანიკიურს აკეთებს და სოციალურ ქსელში აქვს თავისი გვერდი, სადაც ინფლუენსერობას ცდილობს.

attachment-pc-promo-11-1750587905.webp