ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ორსულად არის, სქესის გაგების ცერემონიის ვიდეოს აქვეყნებს.
"ისეთი ტოქსიკოზი მქონდა პირველი სამი თვე, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა. როგორც იცით, მომეშალა წინა ორსულობისას და ვფრთხილობდი, ვცდილობდი წინასწარ არ გამეხარებინეთ... თუმცა ახლა გადავაგორეთ ეს საშიში პერიოდი და დღეს უნდა გავიგოთ ბავშვის სქესი", - ამბობს ნუკი.
როგორც ვიდეოდან ჩანს, ის და მისი მეუღლე კვლავ ბიჭს ელოდებიან.