ლელა მებურიშვილის ეფექტური გამოჩენა ბრიტანულ სამეფო დოღზე - მსახიობი ცნობილ ღონისძიებას დიპლომატის მეუღლის რანგში დაესწრო - მშობლები

ლელა მებურიშვილის ეფექტური გამოჩენა ბრიტანულ სამეფო დოღზე - მსახიობი ცნობილ ღონისძიებას დიპლომატის მეუღლის რანგში დაესწრო

2025-06-22 18:49:35+04:00
როგორც ცნობილია, მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ამ ცვლილების მიზეზი მისი მეუღლის, ბაჩო საგანელიძის სამსახურია, რომელიც დიდ ბრიტანეში დესპანადაა მიწვეული.
მსახიობი ხშირად აქვეყნებს ბრიტანული ცხოვრების ფოტოებს. როგორც დიპლომატის მეუღლე ესწრება სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის, ბრიტანეთში ცნობილ სამეფო დოღს.
სამეფო დოღი წელსაც ჩატარდა, მიუხედავად ბრიტანეთისთვის უპრეცედენტო სიცხისა. მას სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ტრადიციულად, სტუმრები სოლიდურად არიან ჩაცმულები და ქალებს აუცილებლად განსაკუთრებული თავსაბურავები ამშვენებთ.
ლელა და მისი მეუღლე რამდენჯერმე დაესწრნენ ღონისძიებას, ერთხელ - შვილებთან ერთად. ფოტოები ლელამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
the-sun-showed-no-mercy-but-the-company-made-it-all-worth-it-1750604303..jpgthe-sun-showed-no-mercy-but-the-company-made-it-all-worth-it-1750604303. (3).jpgthe-sun-showed-no-mercy-but-the-company-made-it-all-worth-it-1750604303. (2).jpgthe-sun-showed-no-mercy-but-the-company-made-it-all-worth-it-1750604303. (1).jpg
a-truly-1750604375.jpg
a-truly-1-1750604375.jpg
გვქონდა პატივი შევხვედროდით მეფეს და ასევე პრინც უილიამს... - ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეს სტუმრობდა