ბავშვების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშოების მრავალფეროვნება, მათი ასაკის შესაბამისად შერჩევა და რაც მთავარია, მაღალი ხარისხი, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ისინი ჯანმრთელობის პრობლემებისგან.
სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი წლებია გამოწვევაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. აღნიშნული საკითხი დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მკაცრად რეგულირდება, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ბაზარზე კი მარტივად ხვდება საშიში მეტალებისა და მინარევების მქონე პროდუქცია. განსაკუთრებით პრობლემატურია სათამაშოებში ტყვიის შემცველობა, რაც ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.
ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომლის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან, რადგან:
ტყვია გამოიყენება პიგმენტებში, საღებავებშვი, ფერად მინაში, კერამიკაში, სამკაულებში, კოსმეტიკასა და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, სათამაშოებში. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა საქართველოში 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ის საქსტატმა განახორციელა და შეადარა მონაცემებს საერთაშორისო. სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ აღმოაჩნდა ბავშვთა 41%-ს, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე - 25%-ს, ხოლო ≥10 მკგ/დლ - 16%-ს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან დაუცველები არიან და მნიშვნელოვანია, კვებასთან, ტანსაცმელთან და ჰიგიენასთან დაკავშირებული ნორმების დაცვასთან ერთად, მათთვის სათამაშოები სიფრთხილით შევარჩიოთ. ამასთან უმნიშვნელოვანესია ჯანსაღ გარემოში, მწვანე ნარგავების სიახლოვეს ცხოვრება.
როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სათამაშოები ბავშვებისთვის?
სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხანდახან არჩევანს ვაკეთებ ხოლმე შედარებით ხელმისაწვდომ პროდუქციაზე, საფრთხე კი შეიძლება, სწორედ აქედან მოდიოდეს. მნიშვნელოვანია, სათამაშოს ჰქონდეს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი გავლილი და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატიც. ასეთი პროდუქცია კი ძირითადად, ოფიციალური ბრენდების შემომტანებს აქვთ ხოლმე (მაგალითად, „პეპელა“, XS Toys, რომელიც უკვე ევროპის ბაზარზეც ფუნქციონირებს).
მაგალითად „ბარბი“, „ჰოთვილსი“, „ლეგო“ და სხვა საერთაშორისო ბრენდები მკაცრად იცავენ შემადგენლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს და მათი პროდუქციის ოფიციალური შემომტანებისგან შეძენის შემთხვევაში, სრულად დაზღვეულები ვართ რისკებისგან.
ვიზუალის გარდა მთავარი განმასხვავებელი ნიშნები, რაც არაორიგინალ და საფრთხისშემცველ სათამაშოს შეიძლება ჰქონდეს არის: უსიამოვნო სუნი (მაგალითად ზოგიერთ მაღაზიაში შესვლისას მაშინვე იგრძნობთ პლასტიკის ან სხვა ქიმიური ნივთიერებების სუნს. სჯობს აქ რაიმეს შეძენისგან თავი შეიკავოთ); შემომტანს არ შეუძლია წარმოგიდგინოთ უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატები ან თვითონ სათამაშოს შეფუთვაზე არ არის დატანილი ხარისხის ისეთი ნიშნები, როგორიცაა - CE (Europe), EN71 (EU toy safety standard) და ASTM F963 (USA). შეიძლება ხარისხის ეს ნიშნები არაორიგინალ სათამაშოზეც შენიშნოთ, თუმცა აუცილებლად შეამჩნევთ, რომ საეჭვოდ გამოიყურება.
გარდა ამისა, ხარისხი იგრძნობა მცირე დეტალებშიც, იქნება ეს ღილები, თოჯინას თვალები, მანქანის ბორბლები თუ სხვა აქსესუარები.
საეჭვო მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებული ზოგიერთი რბილი სათამაშოც, რის გამოც მარტივად სცვივა მას ძაფი და საფრთხეს უქმნის ბავშვს.
სწორედ ამიტომ ყველაზე მარტივი, რითაც შეიძლება თავი დავიცვათ ერთი მხრივ მძიმე მეტალებითა და სხვა ქიმიური ნაერთებით და მეორე მხრივ, ადვილად მტვრევადი პროდუქციისგან, რაც მცირეწლოვან ბავშვს გადაცდენის საფრთხეს უქმნის, არის სათამაშოს ოფიციალური შემომტანისგან შეძენა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნა, მეტი სიმშვიდისთვის.
R