"ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემი გოგონა სადღაც დადის... ის მომპარეს..." - ზურაბ ცინცქილაძე ამბობს, რომ წლების წინ სამშობიაროდან შვილი მოპარეს და მის სავარაუდო გაყიდვაში ოჯახის ახლობელია დამნაშავე - მშობლები

"ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემი გოგონა სადღაც დადის... ის მომპარეს..." - ზურაბ ცინცქილაძე ამბობს, რომ წლების წინ სამშობიაროდან შვილი მოპარეს და მის სავარაუდო გაყიდვაში ოჯახის ახლობელია დამნაშავე

2025-06-25 11:15:48+04:00

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ოჯახში მომხდარ სამწუხარო ფაქტზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილის სავარაუდო გაყიდვაში ოჯახის ახლობელია დამნაშავე:

- 1986 წლის 11 ოქტომბერს შვილი შეგვეძინა. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ტიროდა, ჯანსაღი წონით, ფერით, "უი, რა ლამაზია" შეძახილებით... გოგონა იყო. მეორე დღეს გვეუბნებიან, ბავშვი ასფიქსიით გარდაიცვალაო. ისეთი შოკი იყო, არ ვიცი, მსგავსი რამ ვინმეს თუ განუცდია. ზუსტად იმ დროს, ჩვენი ახლობელი, რომელიც ბავშვს თავზე ადგა, იქ არ იყო. ბავშვი გაქრა... ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემი გოგონა სადღაც დადის. მინდა, რომ ეს სიმართლე იყოს. ის მომპარეს. გარდაცვლილი ბავშვი არ უჩვენებიათ. არაფერი გვინახავს... ის ახლობელი, ვისზეც ეჭვი გვქონდა, რომ ამ საქმეში მონაწილეობდა, ცოცხალი აღარ არის. იმდენად დიდი შოკი იყო, მაშინ წუხილისგან ვერაფერი გავაკეთეთ. მერე გამოაშკარავდა, რომ თურმე ასეთი ამბები ხდებოდა. თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში მოხდა. შემდეგ გავიგეთ, რომ ამ პერიოდში ათასობით ბავშვი გაყიდეს...