ვალერი მელაძე და-ძმასთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ესპანეთიდან - "ოჯახი გვერდითაა და ესაა ბედნიერება..." - მშობლები

ვალერი მელაძე და-ძმასთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ესპანეთიდან - "ოჯახი გვერდითაა და ესაა ბედნიერება..."

2025-06-25 18:51:11+04:00

მომღერალი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავიდა და კონცერტებსაც ძირითადად ევროპის სხვა ქვეყნებში ატარებს, ამჯერად საიუბილეო ტურნეშია და ესპანეთში იმყოფება. ესპანეთის მარბელაზე მის გვერდით არიან მისი ოჯახის უახლოესი წევრები - მეუღლე, და-ძმა და შვილები. კონცერტზე ძმასთან - კონსტანტინე მელაძესთან და მეუღლესთან - ალბინა ჯანაბაევასთან ერთად გამოვიდა.

509646645-18510772219019662-6157810286496366517-n-1750863470..jpg

მანამდე ერთ-ერთ კონცერტზე შვილიც გვერდში ედგა, რომელიც ძალიან მუსიკალური ბიჭია და სავარაუდოდ, შოუბიზნესში ჩაერთვება მშობლებისა და ბიძის მსგავსად.

ესპანეთიდან ოჯახური ფოტოებიც გამოაქვეყნა ვალერი მელაძემ. იქ არის მისი და - ლიანა მელაძე. ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და სამი შვილი მეორე ქორწინებიდან, ალბინა ჯანაბაევასთან.

valerio-1750863470.heic

valeri-1-1750863470.heic
და-ძმა მელაძეები

სულ ვალერის ექვსი შვილი ჰყავს.

"ოჯახი გვერდითაა - აი, ეს არის ბედნიერება", - წერს მომღერალი.

იქვე აღნიშნა მან 60 წლის იუბილე და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

60-1-1750867476.heic

60-1750867476.heic60-2-1750867476.heic

ვალერი მელაძის 10 წლის შვილმა მამის კონცერტზე გიტარასა და საქსოფონზე დაუკრა - ლუკა, ვამაყობთ შენით! უსაზღვროდ ნიჭიერი ბიჭია!“
კონსტანტინე მელაძის 20 წლის ქალიშვილის თამამ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ამერიკაში გადაბარგებული ლია მელაძე სამოდელო სფეროში ცდის ძალებს