ვალერი მელაძის უფროსი ვაჟი, რომელსაც ის წლები მალავდა, ახლაც ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას - რას საქმიანობს ბიძის მოსახელე 21 წლის კონსტანტინე მელაძე? - მშობლები

ვალერი მელაძის უფროსი ვაჟი, რომელსაც ის წლები მალავდა, ახლაც ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას - რას საქმიანობს ბიძის მოსახელე 21 წლის კონსტანტინე მელაძე?

2025-06-26 10:56:19+04:00

მომღერალმა ვალერი მელაძემ გუშინ ოჯახის წევრებთან ერთად, ესპანეთში აღნიშნაა 60 წლის იუბილე. იუბილეს მისი 6 შვილიდან 5 ესწრებოდა.

valeri-1750863303.png

მათ შორის, უფროსი ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და უფროსი ვაჟი - 21 წლის კონსტანტინე, რომელიც იშვიათად ჩნდება კამერების წინ.

ბიჭი 2004 წელს დაიბადა, ბევრად ადრე, სანამ ვალერი და ალბინა ურთიერთობას ოფიციალურად გააფორმებდნენ. მისი დაბადების დროს, ვალერი ისევ პირველ ცოლთან ცხოვრობდა და წყვილი წლები მალავდა უკანონო ვაჟს. მის შესახებ ამბის გაგება ნამდვილ სენსაციად იქცა მაშინდელ რუსულ შოუბიზნესში. მისი ფოტო კი ბევრად გვიან გამოჩნდა - ბიჭს დიდხანს უმალავდნენ ფართო საზოგადოებას.

როგორც ცნობილია, მერე ვალერიმ ოფიციალურად მიატოვა პირველი ოჯახი, ალბინასთან დაიწყო ცხოვრება და კიდევ ორი შვილი შეეძინა - ლუკა და აგათა.

valer11-1744294666.jpg

დღეს კონსტანტინი 21 წლისა. მშობლების პოპულარობის მიუხედავად, გაურბის კამერებს და ყურადღებას, საჯარო ღონისძიებებზეც არ დადის მათთან ერთად, არც ინტერვიუებზე თანხმდება. თუმცა თავისი საყვარელი საქმე აქვს და იმ სფეროში საკმაოდაც აქტიურია. გვერდი აქვს, სადაც საკუთარ დიზაინერულ ნამუშევრებს აქვეყნებს. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის საკმაოდ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს. ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებელში სწავლა წელიწადში 33 ათასი დოლარი ღირს.

768x1280-0x53s0z00z-6094662503805915567-1750922988.jpg

796x1280-0xarkygsxy-4680446327577188433-1750922988.jpg1007x1280-0x3fo8s0wf-4237739187986791716-1750922989.jpg1050x1280-0xjlizv7qq-9693902612532945168-1750922989.jpg1179x1232-0x3oik09wa-7057913812576080387-1750922989.jpg772x1280-0xy4koay2k-4512836255151152120-1750922988.jpg

უმცროსი ვაჟი ლუკა არ გაურბის საჯაროობას, პირიქით, მამასთან ერთად უკვე სცენაზეც ჰქონდა დებიუტი და ადრეული ბავშვობიდან მუსიკით არის დაკავებული.

valeri-1744294625.png

გოგონას კი წყვილი იშვიათად აჩენს და ჯერჯერობით იცავს საჯაროობისგან.

სხვათა შორის, ვალერის პირველ ქორწინებაშიც გაუჩნდა ვაჟი - მისი პირველი შვილი ვაჟი იყო. თუმცა მისი და ირინას ერთობლივი ცხოვრება ტრაგიკულად დაიწყო - ახალშობილი ავადმყოფობდა დაბადებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. წყვილისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, თუმცა შემდეგ მრავალი წელი ბედნიერად იცხოვრეს.

ვალერი მელაძე და-ძმასთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ესპანეთიდან - ოჯახი გვერდითაა და ესაა ბედნიერება...