"ყოველთვის გახსოვდეს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ ყველა მხრივ..." - ნუკა კვალიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - მშობლები

"ყოველთვის გახსოვდეს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ ყველა მხრივ..." - ნუკა კვალიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

2025-06-28 11:11:29+04:00

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი 2022 წლის დასაწყისში გახდა პატარა გოგონას - ალექსანდრას დედა. ორი ვაჟის შემდეგ ნუკას ქალიშვილი შეეძინა მეორე მეუღლისგან - გოჩა გელაშვილისგან. დღეს ნუკას მეორე ნახევრის დაბადების დღეა და სოციალურ ქსელში ულოცავს:

"გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ უდიდეს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, შენი მიზნების მიღწევას, ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გაქვს, აგსრულებოდეს. ძალიან ძალიან მაგრად მიყვარხარ და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ ყველა მხრივ".

gocha-1751096545.jpg

ცოტა ხნის წინ გოჩა გელაშვილმა ნუკასთან შეხვედრაზე აღნიშნა:

"ევროპაში ვცხოვრობდი, წარსულში ბევრი რაღაც მოხდა და გული მქონდა აცრუებული. ამიტომ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ქართველ გოგოს აღარ შევხედავდი. რომ ვფიქრობდი, ამას არასდროს გავაკეთებდი, ამ დროს ნუკამ მომაჯადოვა.... აზრი შემაცვლევინა..."

500115354-10087864554590458-6998457471244316598-n-1751096633.jpg

ნუკა კი აღნიშნავს, რომ თავისი ადამიანი იპოვა და ახლა ძალიან ბედნიერია, და რომ ყველას აქვს ბედნიერების უფლება და შანსი მას მერე, როცა ერთი ურთიერთობა არ ეწყობა და ინგრევა:

"საბოლოოდ, ყველა ადამიანს შეიძლება თავისი ადამიანი გამოუჩნდეს... თუ რაღაც არ ეწყობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორჩა და ყველაფერი დამთავრდა. ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც ბედნიერი ვარ. პირველი ქორწინება, ტოქსიკური ურთიერთობა დავამსხვრიე. ვთვლი, რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჯანმრთელობისთვისაც და ორივე ადამიანისთვისაც საზიანოა... ჩემი აზრით, ყველაფერი წინასწარ უნდა გააანალიზო და არ აჰყვე გულის ემოციებს, პირველ რიგში, უნდა ამუშავო ტვინი, ეს ყველაფერი კი ზრდასრულ ასაკში ხდება. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ..."

493999363-9878744365502479-4638813812778599374-n-1751096633.jpggreat-day-1751096634.webp

გოჩას და ნუკას საერთო ქალიშვილი ალექსანდრა ცოტა ხნის წინ დედასთან და ბებოსთან ერთად სატელევიზიო გადაცემასაც სტუმრობდა.

504080488-2841905812658303-2818191771659752098-n-1751096634.jpg504100485-2841905615991656-6464745605662909504-n-1751096634.jpg502620231-2839662206215997-7495477833231502354-n-1751096633.jpg

484313912-2756215597893992-445573107771503085-n-1751097060.jpg

ნუკა სამი შვილის დედაა. ორი უფროსი ვაჟი მას წინა ქორწინებაში შეეძინა.

485007195-2760356824146536-8047610152901410103-n-1751096633.jpg

484000173-2751823171666568-4741404307254009764-n-1751097060.jpg

გამოასწორა თუ არა შვილთან დაშვებული შეცდომები თემურ გვალიამ - ნუკა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი შვილია, უბრალოდ არ მიცნობდა, ყურადღება მოვაკელი...