ნორვეგიის გვირგვინოსანი პრინცესას უფროს ვაჟს, მარიუს ბორგ ჰოიბის, 23 დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის გაუპატიურების 3 საქმეში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ტელეარხმა NRK-მა განაცხადა.
28 წლის მარიუსს სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებაში, ოჯახში ძალადობაში, სხეულის დაზიანებასა და სხვა ისეთ დანაშაულებში ედება ბრალი, როგორებიცაა მუქარა და ქონების დაზიანება.
ინფორმაცია ოსლოს პოლიციის პროკურორმა ანდრეას კრუშევსკიმ უკვე დაადასტურა:
"ამ საქმეში დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ დეტალურად საუბარი არ შემიძლია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა ორნიშნა რიცხვს აღწევს." კრუშევსკიმ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა გამოძიების დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა თავდაპირველად თანამშრომლობაზე უარი თქვა. მარიუსის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უმეტეს შემთხვევაში ბრალს არ აღიარებს. განსაკუთრებით, კი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
მარიუსი ადრე გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, მან თავად აღიარა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შეყვარებულს სცემა. თუმცა, მისი შესაძლო დანაშაულების სრული სია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დანაშაულების რაოდენობისა და სიმძიმის მიუხედავად, მარიუსი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ და მისთვის არც ქვეყნის დატოვება და მოგზაურობაა პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ ჰოიბი ნორვეგიის ტახტის მემკვიდრედ არ განიხილება. ის გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტის წინა ურთიერთობიდან იქამდე დაიბადა, ვიდრე ნორვეგიელ პრინც ჰოკონზე დაქორწინდებოდა. მიუხედავად ამისა, მარიუსი სამეფო ოჯახის წევრად ითვლება.