გიორგი მიქაუტაძე დის ქორწილში - ცნობილი ფეხბურთელის და საფრანგეთში ქართველ რჩეულზე დაქორწინდა - მშობლები

გიორგი მიქაუტაძე დის ქორწილში - ცნობილი ფეხბურთელის და საფრანგეთში ქართველ რჩეულზე დაქორწინდა

2025-06-30 11:12:07+04:00
როგორც ცნობილია, ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. იქვე დაიბადა და გაიზარდა მისი და ანა, რომელიც შარშან ძმის საგულშემატკივროდ თბილისში იყო ჩამოსული. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსიდან ვიგებთ, ანა საფრანგეთში დაქორწინდა, თუმცა მისი რჩეული ქართველი გიორგი ჩხიკვაძეა, რომელიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობს და უძრავი ქონების აგენტად მუშაობს.
ანას ქორწილი ნიცაში შედგა და მას, რა თქმა უნდა, მისი ძმები - გიორგი და ირაკლი მიქაუტაძეებიც ესწრებოდნენ.
from-les-larmes-en-cours-de-maths-avec-mme-1751269273.jpg
514527807-1266992948768219-7230513820227831323-n-1751268359.jpg514035190-1266992955434885-5703467559788523750-n-1751268359.jpg

გიორგი მიქაუტაძე 2000 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა ლიონში. საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა მისი დედაც და მამაც ქართველები არიან. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათ შვილებს ქართული არ დავიწყებოდათ.

"გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ... ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო", - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ანა მიქაუტაძე.

giorgi-1751269273.jpg
და-ძმა მიქაუტაძეები

giorgi-mikautadze-1730651444-1751268359.png
ანა მიქაუტაძე ოჯახის წევრებთან ერთად
imagetools1-70956-1751268360.jpg
გიორგი მამასთან ერთად
448927197-888219660008784-2887698713948537661-n-70977-1751268359.jpg
გიორგი დედასთან ერთად