როგორ გახდა 55 წლის, 3 შვილის დედა ლორენ სანჩესი მილიარდერის ცოლი, რომლის გამოც ბეზოსმა 26-წლიანი ოჯახი დაანგრია - "მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე..." - მშობლები

როგორ გახდა 55 წლის, 3 შვილის დედა ლორენ სანჩესი მილიარდერის ცოლი, რომლის გამოც ბეზოსმა 26-წლიანი ოჯახი დაანგრია - "მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე..."

2025-07-02 11:02:29+04:00

ლორენ სანჩესი საყოველთაო განხილვის ობიექტად რამდენიმე წელია იქცა. მოახერხო და 50+ ასაკში მილიარდერი მოხიბლო და ცოლად გაყვე? თან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი? მას მერე კი, რაც გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს ვენეციაში, ლორენი ყველაზე განხილვად ფიგურად იქცა...

"ამაზონის" დამაარსებელის ჯოზეფ ბეზოსის ცხოვრება ბოლო 7 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ფილმს ჰგავს, არადა, მასთან შეხვედრამდე სულ არ იყო ასეთი აქტიური და განხილვადი მისი ცხოვრება. ლორენის გამოჩენის დღიდან კი ხან ბუკინგემის სასახლეში იღებენ მასთან ერთად, ხან ლონდონში სადილობს ტომ კრუზთან ერთად და განიხილავს მისი ახალი ფილმის დაფინანსებას, ხან სენ-ბარტზე ირუჯება, მეორე დღეს კი ნიუ-იორკში საქველმოქმედო ვახშამს მასპინძლობს. ასევე ხშირად დაფრინავენ ვერტმფრენით არიზონაში - ამ მოგზაურობებს თავისი მიზანი აქვს: ბეზოსმა აეროფობია უნდა დაამარცხოს, რომელიც წლების წინ დაემართა, კინაღამ რომ ჩამოვარდა ტეხასის თავზე ფრენისას. ლორენი კი, წარმოიდგინეთ, მფრინავიცაა ყველაფერთან ერთად, ნიუ მექსიკოში ფრენის ინსტრუქტორის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით თავადაც დაეუფლა ამ საქმეს, და ბეზოსს პროფესიონალურად ეხმარება.

ყველა ახალი გატაცების, მიზნისა თუ მგზავრობის ინიციატორი ქალბატონია. ლორენმა აღნიშნა, რომ სურს ქმარს უჩვენოს, რისთვის არის სინამდვილეში ფული შექმნილი - სიამოვნებისთვის. და ყველაფერს აკეთებს, რომ ბეზოსმა სიმდიდრიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და მასაც ასწავლოს, რამდენად სასიამოვნოა ფულის ხარჯვა. "ის უამრავი წელი მხოლოდ მუშაობდა. ახლა დადგა დრო, დატკბეს ცხოვრებით", - ამბობს ლორენი, რომელიც პროფესიით ტელეწამყვანია.

728x486-1-dc36e3a412aca509783f7524d6e6cbae1280x854-0xyi0xvypi-6426417224695747931-1700472066.jpg

მათი რომანიც ჰოლივუდურად დაიწყო. 2019 წელს მოულოდნელად გამოაცხადა ბეზოსმა, რომ ეყრებოდა მაკენზი ტატლს, ქალს, რომელთანაც 25 წელი იცხოვრა, 4 შვილი ეყოლა და მსოფლიოში ყველაზე დიდძალი ქონება დააგროვა.

728x505-1-0f0bb255ffb9a28d54c17c4be5d0f0d03898x2704-0xac120004-1199356901684824484-1700471619.jpeg

bezosiii.jpg

თავდაპირველად განქორწინების პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა - ცოლს 53 მლრდ დოლარი ერგო და ორივემ განაცხადა, რომ მეგობრებად დარჩებოდნენ. თუმცა მალევე გამოჩნდა ბეზოსისა და ლორენის ფოტოები, რომლებიც ჯერ კიდევ ბეზოსის ქორწინებისას იყო გადაღებული და ყველამ გაიგო, რომ ბეზოსი ცოლს ღალატობდა და სწორედ ლორენთან რომანის გამო დაანგრია ოჯახი. უფრო მეტიც - ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბეზოსების ოჯახური მოგზაურობის დროს სანჩესი იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ბეზოსის ოჯახი და თანაც, სანჩესსაც ქმარი ჰყავდა გვერდით. თუმცა ეს არც ერთს არ უშლიდა ხელს, ერთად გაეტარებინათ დრო და მომავალი დაეგეგმათ.

უფრო მეტიც, სულ ცოტა ხანში პრესაში გამოჩნდა წყვილის ზედმეტად გულახდილი ფოტოები და პიკანტური მიმოწერა. ბეზოსი აღშფოთდა და დეტექტივებიც კი დაიქირავა, რომ გაერკვია, როგორ გაჟონა ფოტოებმა და გზავნილებმა. მაშინ ამ ამბის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ლორენმა დაგეგმა, რაც შეიძლება მალე რომ დაეშორებინა ბეზოსი ცოლთან და თავად ჩაეგდო ხელში.

წარსულში ლორენი ტელევიზიაში მუშაობდა, ელიტურ ქრონიკებს წერდა და არედაქტირებდა, კინოგადაღებებიც ჰქონდა. მისი პირველი ქმარი ფეხურთელი ტონი გონსალესი იყო, რომელთანაც პირველი ვაჟი გაუჩნდა. შემდეგ ჰოლივუდის აგენტ პატრიკ უაიტსელზე იყო დაქორწინებული, რომლისგანაც ქალ-ვაჟი ჰყავს.

lauren-sanchez-patrick-whitesell-1-2000-127cf990e3b947f08c14b5ab16df1f23-1751440499.jpg

ifrdvxwzc-1751440765.webp

მას მერე, რაც ბეზოსის და სანჩესის წყვილი ერთად არის, ჯეფმა არა მხოლოდ ფულის ხარჯვა დაიწყო თავისი სიამოვნებისთვის, სტილიც შეიცვალა - მეტ ყურადღებას აქცევს სამოსს, მოდურ დენდიდ იქცა, ვარჯიში დაიწყო და მშვენივრად გამოიყურება.

bezosi-sanchesi-2-1750922812.jpgbezosi-sanchesi-3-1750922829.jpg

თუმცა კრიტიკა არ აკლია და ბევრი ადანაშაულებს იმაში, რომ ქალის ჭკუაზე დადის. ხუმრობებიც კი ვრცელდება მასზე ინტერნეტში: "ბეზოსი დღემდე ვერ იპყრობს კოსმოსს, რადგან მისი ცოლის შლაპა და მკერდი უფარავს ჰორიზონტს".

2023 წლის მაისში ლორენმა გამოაცხადა, რომ ბეზოსმა ცოლობა სთხოვა 500 მლნ დოლარის ღირებულების იახტით სეირნობისას. როცა ვახშმის შემდეგ ის კაიუტაში დაბრუნდა და დასაძინებლად მოემზადა, ბალიშიც ქვეშ აღმოაჩინა კოლოფი ბეჭდით. "როცა ჯეფმა ის გახსნა, მე თითქოს გონება დავკარგე წამიერად", - ყვება სანჩესი. ნიშნობის ბეჭედი 20-კარატიანი ბრილიანტებით მოოჭვილი აღმოჩნდა, 2,5 მლნ დოლარის ღირებულების. ასევე ნიშნობის საჩუქრად იქცა ზემოხსენებული ძვირად ღირებული იახტა.

bezosi-sanchesi-4-1750922846.jpg

ამასობაში სანჩესი საბავშვო წიგნს წერს ასტრონავტ ბუზზე და ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ბეზოსთან. იმასაც ამტკიცებს, რომ თავად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ამასვე აჩვევს მილიარდერ საქმროს. "მედიტაცია, რეგულარული სპორტი, დიეტა, ჯანსაღი ძილი და მზის საწინააღმდეგო კრემია ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო..." - ამბობს სანჩესი.

ჯეფ ბეზოსის ცოლის საპატარძლო კაბა სოფი ლორენის კაბის ასლი იყო... - ცნობილი ქალები, რომლებიც ქორწილში ლეგენდარული ქალბატონების შთაგონებით შეიმოსნენ
6-მილიონდოლარიანი ნიშნობის ბეჭედი, დოლჩე და გაბანას და დიორის კაბები, 55-მილიონიანი ცერემონია, ცნობილი და გავლენიანი სტუმრები - ფოტორეპორტაჟი საუკუნის ქორწილიდან