საშინელი ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. ავარიას ახალგაზრდა მამაკაციდავით არშილავა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება გარდაცვლილი ბავშვების დედა. ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ სამი მოზარდი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.
შემთხვევა 26 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე მოხდა. ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქი ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გუშინ –კლინიკაში გარდაიცვალა,კლინიკაში რჩება ბავშვების დედა ცირა ხოზრევანიძე.
"ჩვენი მაცხოვრებელია დათო აბშილავა, ის სოფელ ობჩაში ცხოვრობდა. 39 წლის იყო, კარგი ადამიანი. როგორც ვიცი, დათოს მანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და ამბობენ, მანქანაც გაუმართავი იყოო. "კორსას" მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ, საჭესთან დათო მჯდარა, მანქანას წინა სავარძელში მისი მეუღლე, ცირა ხოზრევანიძე და ცირას ორი მცირეწლოვანი შვილი. დათოს ეს გოგო ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლად, 6 თვეა, როგორც ვიცი, ერთად ცხოვრობენ.გარდაცვლილი ბავშვები მისი მეუღლის შვილები არიან. გოგო აჭარელია. მანქანაში უკან კიდევ მჯდარა სამი ბავშვი და მიდიოდნენ მანქანით ყველანი ობჩადან ხარაგაულში, დათოს დასთან.
დისშვილი მიჰყავდათ თურმე და ამ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია. ის სამი ბავშვი, რომელიც უკან ისხდნენ მანქანაში, გადარჩნენ, კლინიკაში იყვნენ, მაგრამ ამბობდნენ სასიკვდილო არაფერი სჭირთო. არ ვიცი რა გახდა ავარიის მიზეზი. ჩემი ძმაკაცი არის იქიდან და ავარიის შემდეგ მისულა იქ, მითხრა მსგავსი საშინელი ავარია არ მინახავსო, ისე იყო ყველაფერი ერთმანეთში არეული გავგიჟდიო. თვინი ალავერდის მონაკვეთზე მოხდა ეს ავარია. როგორც ვიცი, ტაქსის დაეჯახა. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ შევხედე მივხვდი, მეჯახებოდა და მაქსიმალურად გავწიე მანქანა, გავაჩერე და გადავედიო, ჯერ მანქანას დაეჯახაო და მერე ხეს შეეჯახაო.