დრონები და მზერის ამომცნობი კამერები გამოცდებზე - როგორ აკონტროლებენ "შპარგალკებს" და "გადაწერას" სხვა ქვეყნებში - მშობლები

დრონები და მზერის ამომცნობი კამერები გამოცდებზე - როგორ აკონტროლებენ "შპარგალკებს" და "გადაწერას" სხვა ქვეყნებში

2025-07-04 11:30:25+04:00

გამოცდები რომ ობიექტურად ჩატარდეს, ყველა ქვეყანაში კონტროლის გარკვეული მექანიზმი მოქმედებს. მაგალითად, საქართველოში აკრძალულია წყლის გარდა რაიმე ნივთის საგამოცდო ოთახში შეტანა. მანამდე აბიტურიენტები შემოწმებას გადიან, უმოწმებენ ჯიბეებს და მკლავებსაც კი, რომ რაიმე წარწერა არ ჰქონდეთ სხეულზე. დაგატოვებინებენ სამაჯურს, საათს, საფულეს, ტელეფონს და ასე შემდეგ. რა ხდება სხვა ქვეყნებში - როგორ აკონტროლებენ ვითარებას, რომ არავინ "გადაიწეროს" და რას აკეთებენ მშობლები საპასუხოდ.

1. ინდოეთი - კარნახი ფანჯრიდან

ბიჰარის პროვინციაში 2015 წელს, საჯარო სკოლის გამოცდების დროს ათეულობით მშობელი აცოცდა მრავალსართულიანი შენობის კედლებზე, რათა ფანჯრებიდან მოსწავლეებისთვის პასუხები ეკარნახათ. ეს შემთხვევა მსოფლიოს მედიაში "კარნახის ფესტივალად" მოინათლა და ასახავს, თუ რამდენად დიდია ზოგიერთ რეგიონში ზეწოლა კარგი ქულის მიღებაზე. მშობლებიდან უმრავლესობა დააკავეს და მოსწავლეებიც მოხსნეს გამოცდებიდან, მაგრამ ფაქტს ინტერნეტში ხშირად იხსენებენ.

2. ჩინეთი - დრონები და ხელოვნური ინტელექტი

მოსწავლეების დასაკვირვებლად ჩინეთის გამოცდებზე უკვე წლებია იყენებენ მაღალტექნოლოგიურ მეთვალყურეობას. კამერები თვალის მოძრაობას აკვირდებიან, სპეციალური სათვალეები თვალის მიმართულებას აფიქსირებენ, ხოლო დრონები ზემოდან აკონტროლებენ დარბაზს — ყველაფრისთვის, რაც შესაძლოა გადაწერის ფაქტზე მიუთითებდეს.

3. ნიგერია – "დუბლიორები" მოსწავლეების მაგივრად

ზოგიერთ ნიგერიულ სასწავლებელში მოსწავლეები ქირაობენ პროფესიონალებს, რომლებიც მათ ნაცვლად გამოცდებზე მიდიან. მათ აქვთ ყალბი ID ბარათები და გამოცდას ისე აბარებენ, თითქოს თავად იყვნენ მოსწავლეები. ხშირად ასეთი შემთხვევები მაშინ ვლინდება, როცა ზედამხედველებს ეჭვი შეაქვთ ბარათზე გამოსახულ ფოტოსა და იმ ადამიანის მსგავსებაში, ვინც გამოცდაზე ზის.

4. ინდონეზია – ოჯახური "შპარგალკა"

ზოგ რეგიონში ოჯახის წევრები გამოცდების დღეს იკრიბებიან და ეხმარებიან შვილებს — ზოგი ფანჯრიდან ყვირის პასუხებს, ზოგი სხვენზეა ასული და ზემოდან უშვებს ფურცლებს, ზოგიც შენობის უკან იმალება და სიგნალებით გადასცემს ინფორმაციას. ეს თითქმის ოჯახური პროექტივითაა ორგანიზებული.

5. საუდის არაბეთი – ჭკვიანი ფეხსაცმელი

Bluetooth-ით ერთმა აბიტურიენტმა ფეხსაცმელში ჩააშენა Bluetooth მოწყობილობა, რომელიც უკავშირდებოდა მინიატურულ ყურსასმენს. გარედან მეგობარი კარნახობდა პასუხებს. მიუხედავად სიფრთხილისა, იგი ბოლოს მაინც დააკავეს, როცა ზედამხედველმა შეამჩნია უცნაური მოძრაობები და ზედმეტად "მონდომებული" ფეხსაცმლის შემოწმება მოითხოვა.

6. ჩრდილოეთ კორეა – სწორი პასუხია ის, რასაც ლიდერი ამბობს

ჩრდილოეთ კორეაში სწავლება არ ეფუძნება მხოლოდ მეცნიერებას ან ლოგიკას — სასწავლო მასალა, გამოცდების კითხვები და პასუხები მორგებულია რეჟიმის იდეოლოგიაზე და ლიდერის შეხედულებებზე. ეს ნიშნავს, რომ:

თუ მსოფლიომ აღიარა, რომ მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის სახელმძღვანელოში წერია, რომ ომი დაიწყო მაშინ, როცა იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად ჩაერია კიმ ილ სენი — გამოცდაზე სწორი პასუხი იქნება ლიდერის სახელმძღვანელოს ვერსია, არა ისტორიული რეალობა.

თუ კიმ ჩენ ილს მიაწერენ (თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება), რომ მან გამოიგონა კომპიუტერი ან რაიმე სამეცნიერო კანონზომიერება, მოსწავლეებმა უნდა დაწერონ, რომ ის იყო ამ აღმოჩენის ავტორი, თორემ პასუხი ჩაითვლება არასწორად.

7.რუსეთი – ჩახშობილი მობილური სიგნალები

რუსეთში ზოგად გამოცდების დროს მობილური სიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები გამოიყენება, რათა მოსწავლეებმა ვერ გამოიყენონ ტელეფონები ან უსადენო ყურსასმენები. ეს იწვევს ზოგჯერ იმასაც, რომ ახლომდებარე მაღაზიებშიც კი ითიშება კავშირი.

8. დიდი ბრიტანეთი – მოსწავლეები და ხელოვნური ინტელექტი

ბოლო წლებში გაჩნდა შემთხვევები, როცა მოსწავლეები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით ChatGPT-ს, რათა დაწერონ ესეები ან მოამზადონ შინაარსობრივი პასუხები გამოცდებისთვის. ამის საპასუხოდ სკოლები აწარმოებენ პლაგიატისა და AI-გამოყენების სპეციალურ ანალიზს.

9. სამხრეთ კორეა – სიჩუმის დღე და ტრანსპორტის შეზღუდვა

გამოცდებისას სამხრეთ კორეაში ეროვნული გამოცდების დღეს მთელი ქვეყანა "ჩუმდება". თვითმფრინავებს ეკრძალებათ გამოცდისას აფრენა, მახლობელ შენობებში არ აძლევენ ხმაურის უფლებას და პოლიცია აკონტროლებს გზებზე მოძრაობას, რათა მოსწავლეები დროულად მივიდნენ გამოცდებზე. ეს დღე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა.

10. იაპონია – ტუალეტშიც კი კამერებია

ზოგიერთ სკოლაში კამერები დამონტაჟებულია ტუალეტებში, რადგან მოსწავლეებმს შიგნით შეჰქონდათ მობილურები ან ფურცლები და იქ იყენებდნენ „შპარგალკებს“. ასევე ხშირად ამოწმებენ ხელსაწმენდებსა და ტანსაცმელს სპეციალური დეტექტორებით.