მსახიობი ვანო იანტბელიძე გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ უფროსი ქალიშვილის მხრიდან მისი უარყოფა ყველაზე დიდი ტკივილია:
- მე და ჩემი პირველი მეუღლე დავშორდით. გვყავს შვილი. ბევრი რამის გამო დავშორდით. იმის გამოც, რომ ეკონომიკურად გაჭირვებულ დღეში ვიყავი, 80 მანეთი მქონდა ხელფასი... მოხდა ისე, რომ ვისაც ჩემი ყოფილი ცოლი გაჰყვა, ისიც ცნობილი კაცი იყო. ჩემი შვილი ისე წაიყვანეს ქუვეითში, მე არ გამაგებინეს. ეს კაცი იქ მუშაობდა. მამობილთან იზრდებოდა. მე კიდევ როგორც შემეძლო, ვალს ვიღებდი, ჩავდიოდი თბილისში, რომ მენახა, ხან მეუბნებოდნენ, რომ გუდაურში იყო... ვალზე ვალი მემატებოდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რაც მერე მოხდა. ჩემმა უფროსმა შვილმა, როცა იმშობიარა, საავადმყოფოში მეორე შვილთან ერთად მივედი. მან წერილი გამომიგზავნა, სადაც ეწერა: "ჩვენ დიდი ხანია, მამაშვილობის ამბავი გავარკვიეთო." ჩემთან ურთიერთობა აღარ მოინდომა. ახლა მასთან ნელ-თბილი ურთიერთობა მაქვს.