ლინდა ანდრადე სოციალურ ქსელებში ცნობილი პიროვნებაა. მისი ფუფუნებით აღსავსე ცხოვრებას სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი ადევნებს თვალს.
ის მათ რეგულარულად "ახარებს" ძვირადღირებული ნივთების ჩვენებით. ადრე ამბობდა, რომ ასეთი საჩუქრებისთვის მზად იყო ქმრისთვის მემკვიდრე გაეჩინა და როგორც აღმოჩნდა, სიტყვებს ქარს არ ატანს. ლინდა დედა გახდა და ახლა ის და მისი ერთი წლის ქალიშვილი ქმრის ფულს ერთად ხარჯავენ.
კალიფორნიიდან დუბაიმდე
ბევრი გოგონა ოცნებობს მილიონერზე დაქორწინებაზე და ზოგიერთს ეს გამოსდის. არიან ისეთებიც, ვინც თავიანთ მდიდარ ქმარს ჯერ კიდევ მანამ შეხვდნენ, სანამ ის ასეთი გახდებოდა. და ვინ იფიქრებდა, რომ ლინდა სწორედ მეორე შემთხვევაა. თუმცა, მას არ უყვარს წარსულის გახსენება, სანამ მდიდრული დუბაის დიასახლისი გახდებოდა. მხოლოდ ერთხელ შემთხვევით თქვა, რომ თავის მომავალ ქმარს, რიკის, მაშინ შეხვდა, როცა სულ რაღაც 16 წლის იყო. ბიჭი მაშინ სასადილოებში ჭურჭელს რეცხავდა და მილიონერს შორიდანაც კი არ ჰგავდა. მაგრამ მის გეგმებში სიმაღლეების დაპყრობა იყო და საბოლოოდ ყველაფერი გამოუვიდა.
თუმცა, ჟურნალისტებმა ჯერ ვერ შეძლეს გაერკვიათ, რით იყო დაკავებული თავად ლინდა იმ დროს. ასევე გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა კალიფორნიის მცხოვრები, შორეულ დუბაიში.
რაც არ უნდა იყოს, რთულია მას მილიონებზე მონადირედ უწოდო, რადგან მომავალ მეუღლეს მაშინ შეხვდა, როცა ის სრულიად უსახსრო იყო. და მათ შორის ნამდვილად არის რეალური სიყვარული.
როგორია ლინდას სამყარო
დუბაისა და კალიფორნიას შორის ცხოვრებისას, ლინდა თავის ყოველდღიურ გამოცდილებას მილიონერის ცოლის ამპლუაში უზიარებს. ექსტრავაგანტური შესყიდვებიდან დაწყებული მაღალი კლასის მოდური ტანსაცმლის ჩვენებით დამთავრებული, მისი პოსტები გამომწერებს საშუალებას აძლევს, თვალი შეავლონ სამყაროს, რაზეც ბევრს მხოლოდ ოცნება შეუძლია. ის აქვეყნებს არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ ვიდეოებსაც, სადაც დეტალურად აღწერს თავის მდიდრულ საყიდლებს, ეგზოტიკურ მოგზაურობებს და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნების სირთულეებს. განაგრძეთ კითხვა