რატომ აღარ იტოვებენ შვილიშვილებს თანამედროვე ბებია-პაპები - ამის გარკვევას ფსიქოლოგები შეეცადნენ - მშობლები

რატომ აღარ იტოვებენ შვილიშვილებს თანამედროვე ბებია-პაპები - ამის გარკვევას ფსიქოლოგები შეეცადნენ

2025-07-07 11:14:54+04:00

მშობლების თაობის ყოველი მეორე წარმომადგენელი თავის ბავშვობას ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული დროით იხსენებს. პარალელურად კი ხშირად გვესმის, რომ თანამედროვე ბებია-პაპები ზოგჯერ უარს ამბობენ შვილიშვილების დატოვებასა და მოვლაზე. ფსიქოლოგები და ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტები ამ ფენომენის მიზეზებს განმარტავენ.

თაობათა კავშირის დაკარგვა

ოჯახური ურთიერთობების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბებიებისა და ბაბუების როლი შვილიშვილების ცხოვრებაში დიდი განსჯის საგანი გახდა. დრო შეიცვალა და დღეს ხანდაზმული თაობა ხშირად თავს თავს არიდებს შვილიშვილების მოვლას. შედეგად იშლება ოჯახური სისტემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

თანამედროვე ბავშვებს ხშირად არ ჰყავთ ბებიები და ბაბუები, რომლებიც სერიოზულად არიან ჩართულნი უმცროსი თაობის აღზრდაში.

ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ოჯახის ფესვები შორეულ წარსულში, ტრადიციებსა და წინაპართა ღირებულებებშია. ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის შეზღუდვა თაობათა უწყვეტობის რღვევას იწვევს.

ადრე ბებიები ეხმარებოდნენ ბავშვების აღზრდაში, თავიანთ გამოცდილებას გადასცემდნენ ახალგაზრდა დედებს, მაგრამ ახლა ეს აღარ ხდება. განსაკუთრებით რთულია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა— მათ უნდა დამოუკიდებლად აღზარდონ ბავშვები, თან იმუშაონ და განვითარდნენ.

მიზეზები რატომ არ ზრუნავენ ბებიები და ბაბუები შვილიშვილებზე

1. პასუხისმგებლობის შიში

ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ხშირად პასუხისმგებლობის აღების შიშია. მათ განა არ აღელვებთ შვილიშვილების ბედი, უბრალოდ, ჩარევა არ უნდათ. ამიტომ ხშირად დარეკვით და მოკითხვით შემოიფარგლებიან.

2. საკუთარი შეცდომების აღიარებასთან სირთულე

ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ ხანდაზმულ თაობას ხშირად არ სურს ვალდებულებების აღება, რათა არ გაახსენოს შეცდომები, რაც მათ საკუთარი შვილების მიმართ ჩაიდინეს. ასევე არ სურთ შვილებისგან და მათი მეუღლეებისგან მითითებები და შენიშვნები ისმინონ.

4. შვილებზე წყენა

კიდევ ერთი მიზეზი - წყენა ზრდასრულ შვილებზე, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ ბავშვობაზე და უხერხულ კითხვებს უსვამენ.

ფსიქოლოგები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ როცა ადამიანები მშობლებისგან მიყენებულ წყენაზე ლაპარაკობენ, საზოგადოება ამის დაფარვას ცდილობს. ხშირად მათ უხსენებენ რამდენად მკაცრად სჯიდნენ შვილებს, რასაც აღზრდასთან საერთო არაფერი აქვს.

5. შვილების დასჯა შვილიშვილების მეშვეობით

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხანდაზმულები ცდილობენ შვილების ქცევის გამასწორებლად შვილიშვილების გამოყენებას.სიყვარულისა და სიბრძნის ნაცვლად, შვილიშვილები იღებენ ბევრ ნეგატივს, ხდებიან მანიპულაციების მსხვერპლი.

6. დაკავებული და აქტიური ბებია

ხშირად ბებია-პაპები, რომლებმაც ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა შეინარჩუნეს, თავადაც მუშაობენ, საკუთარი აქტიური ცხოვრება აქვთ და აღარ სურთ სიბერის წლები თუნდაც შვილიშვილების ცხოვრების წესს მოარგონ.

ურთიერთობის გამოსწორება

ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტები რეკომენდაციებს გვთავაზობენ სიტუაციის გამოსასწორებლად:

საჭიროა სერიოზული მუშაობა:

  • ღია ურთიერთობა - თუ ყველა მოემზადება გულახდილი საუბრისთვის, ეს ხელს შეუწყობს ნათესაური კავშირების გაძლიერებას
  • რთულია საკუთარი შეცდომების აღიარება, მაგრამ ურთიერთობა შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ გონიერების და სიკეთის გამოვლენით

ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ: პასუხისმგებლობა ნათესაური ურთიერთობებისთვის ყოველთვის ეკისრება უფროსებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან აღზრდის იერარქიას ოჯახში. ამიტომ ხანდაზმულები არ უნდა დაშორდნენ შვილებს და შვილიშვილებს, რადგან ოჯახის ბედნიერებაც მათზეა დამოკიდებული.