საკვები "ოზემპიკის" ეფექტით - რომელი პროდუქტები იძლევიან წონის დასაკლები ინიექციების მსგავს შედეგს? - მშობლები

საკვები "ოზემპიკის" ეფექტით - რომელი პროდუქტები იძლევიან წონის დასაკლები ინიექციების მსგავს შედეგს?

2025-07-07 11:49:04+04:00

წონის დაკლების ინიექციები სიმსუქნესთან ბრძოლის "ახალი ეპოქის" სიმბოლოდ იქცა. ეს პრეპარატები ჰორმონ GLP-1-ის იმიტირებას ახდენენ, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ტვინისთვის დანაყრების სიგნალებს აგზავნის, ანელებს კუჭის დაცლას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ამ ყველაფრის ფონზე ადამიანისთვის ადვილი ხდება მადის კონტროლი და ცდუნებების წინააღმდეგობა.

თუმცა ამ პრეპარატებს ყოველთვის არ აქვს მხოლოდ დადებითი ეფექტი: გავრცელებულ გვერდით რეაქციებს შორისაა გულისრევა, საყლაპავ-კუჭ-ნაწლავის მოშლილობები და სისუსტე. ამასთან, ინიექციებით მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის - როგორც მაღალი ღირებულების, ასევე სამედიცინო უკუჩვენებების გამო.

მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს - მსგავსი ეფექტი მიიღწევა იმ საკვები პროდუქტების დახმარებითაც შეიძლება, რომლებიც ნებისმიერ სუპერმარკეტშია ხელმისაწვდომი. დიეტოლოგმა და კვების დარღვევების სპეციალისტმა მარია აბიჰანამ ექვსი კატეგორია შემოგვთავაზა იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს უხეში ჩარევის გარეშე შეინარჩუნოს დანაყრების განცდა, არეგულიროს იყოს გლუკოზის დონე და შეამციროს საჭმელზე მოთხოვნილება.

1. სასარგებლო ცხიმები

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ცხიმები წონისთვის დამღუპველ საშიშროებად მიაჩნიათ, სწორედ ისინი ახანგრძლივებენ დანაყრების განცდას და ხელს უწყობენ უფრო სტაბილურ მონელებას. ავოკადო, თევზი, ასევე კაკლისა და ზეთების პასტები - ყოველივე ეს ეხმარება ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში არ იგრძნოს შიმშილი, აუმჯობესებს ვიტამინების შეწოვას და იცავს გულის ნორმალურ მუშაობას. მთავარი წესი ამ შემთხვევაში არის ზომიერება, რადგან ცხიმებით ადვილია გადაჭარბება.

2. ცილა

მაღალი ცილების შემცველი პროდუქტები ეხმარება ადამიანს უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს გაჯერებულობის განცდა და თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის მკვეთრი ნახტომები. კვერცხი, ბერძნული იოგურტი, მწვანე სოიო, ლობიოს პარკები - სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ხელმისაწვდომი ცილების წყაროები. იოგურტის ნაწილი შეიცავს დაახლოებით 20 გრამ ცილას, სამი დიდი კვერცხი - დაახლოებით 18 გრამს. ცილაზე დღიური მოთხოვნილება დაახლოებით 45-55 გრამს შეადგენს, ანუ თუ მუდმივად მივირთმევთ ხორცს, თევზს, ლობიოსებრს ან კაკალს, ამ ნორმის მიღწევა რთული არ იქნება.

3. ბოჭკო

ჩიას თესლი, ოსპი, შვრიის ფანტელი - ყველა ეს კვების ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტებია, რომლებიც ახანგრძლივებს საკვების მონელებას, ინარჩუნებს გლუკოზის დონეს და ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს მკვეთრი შიმშილის განცდა. ბოჭკოს თავისებურება ის არის, რომ იგი არ იშლება მარტივად, არამედ ფაქტობრივად მუშაობს ნაწლავში, აუმჯობესებს პერისტალტიკას და იძლევა მდგრად გაჯერებულობის განცდას. ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრულებს ყოველდღე სჭირდებათ დაახლოებით 30 გრამი ბოჭკო, მაშინ როცა საშუალოდ ჩვენ არ მივირთმევთ 18 გრამზე მეტს. ბოჭკოს რაოდენობის გაზრდა რაციონში შეიძლება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე - საკმარისია საუზმეში ჩავამატოთ ჩიას თესლი ან სადილში პარკოსნები..

4. მწვანე ბოსტნეული

ბროკოლი, ისპანახი, კიტრი, სალათის ფოთლები გამოირჩევა დაბალი კალორიულობით, მაგრამ ამავე დროს ბევრ ადგილს იკავებს კუჭში, რის გამოც ჩვენ უფრო სწრაფად ვიგრძნობთ დანაყრებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია უფრო დაბალანსებულ რაციონზე გადასვლისას - გაჯერებულობა მიიღწევა უფრო სწრაფად უფრო ნაკლები კალორიით. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა სასუსნავი გენდომებათ, სცადეთ არა შოკოლადის ნატეხი, არამედ კიტრი და სალათის ფურცელი.

5. ნელი ნახშირწყლები

ქინოა, ყავისფერი ბრინჯი და მთელი მარცვლისაგან დამზადებული პროდუქტები ნელა იშლება, ინარჩუნებს მუდმივ ენერგიას რამდენიმე საათის განმავლობაში. ასეთი ნახშირწყლები ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს მკვეთრი ნახტომები და სისხლში შაქრის ვარდნა, და მათთან ერთად - განწყობილების რყევები და უეცარი შიმშილის განცდა. არანაირი შეფერხება, მხოლოდ ხარისხიანი დანაყრება, ბევრი ენერგია, ძალა და სასარგებლო მიკროელემენტები. ხოლო ასევე კარგი განწყობილება და შესანიშნავი გარეგნობა!

6. წასახემსებელი

მცირე, მაგრამ გონივრულად შერჩეული წასახემსებელიც დაგეხმარებათ მადის შეკავებაში და მავნე ტკბილეულის თავიდან აცილებაში. შეიძლება, მაგალითად, ვაშლი და კაკალი, ან მწვანე ჩაი და ერთი მუჭა კაკალი. ასეთი წასახემსებელი ბევრ დროს არ მოითხოვს , მაგრამ ამავე დროს კარგად ანაყრებს ორგანიზმს ბოჭკოსა და ცხიმების დიდი რაოდენობის გამო.