სრულყოფილი დასვენება მთელი ოჯახისთვის - რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და რას გთავაზობთ „ჯინო“ - მშობლები

სრულყოფილი დასვენება მთელი ოჯახისთვის - რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და რას გთავაზობთ „ჯინო“

2025-07-08 11:30:27+04:00

წარმოიდგინეთ დღე, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ერთდროულად იღიმის და ბედნიერია. დილა იწყება მხიარულებით და ბედნიერი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ეს სწორედ ის მომენტებია, რომლებიც ადამიანების გულებში რჩება და ხშირად მათი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს.

სამწუხაროდ, თანამედროვე ყოველდღიურობა, ცხოვრების ტემპი, ვალდებულებები და გაჯეტებიც კი ერთმანეთთან კავშირს გვაკარგვინებს. ოჯახური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობა კი მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. ერთად დასვენება და გართობა ოჯახის ყველა წევრისთვის აუცილებელია მისი ასაკის მიუხედავად. არ ჩათვალოთ, რომ ოჯახური გართობა მხოლოდ გართობაა. ესაა შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ერთმანეთს. ერთობლივი თავგადასავლები, თამაშები თუ უბრალოდ აუზში ხტომა და წუწაობა ქმნის ისეთ კავშირს, რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს.

მეორე მხრივ, უამრავი ადამიანი ოჯახური დასვენების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების სტილი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ დიდი ხნით დატოვონ საცხოვრებელი და სამუშაო გარემო და მეტ დრო დაუთმონ საკუთარ თავებსა და ოჯახის წევრებს. სწორედ ამიტომ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჩვენსავე ქალაქში მდებარე ისეთ სივრცეებს, რომლებიც მრავალფეროვანი და საინტერესო გართობისა თუ დასვენების შესაძლებლობას იძლევა. თბილისში ასეთი გამორჩეული ადგილი გახლავთ „ჯინო“. ის აკვაპარკსა და ველნეს სივრცეს აერთიანებს და მართლაც საუკეთესოა ოჯახური შეკრებებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ჯინოს“ შეთავაზებები ძალიან მრავალფეროვანია, მათი ვიზიტორების სურვილებსა და შესაძლებლობებზე მორგებაა შესაძლებელი და არც იმდენად ძვირადღირებულია, რამდენადაც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ამაში დარწმუნდებით, როდესაც სხვადასხვა შეთავაზებას და აქციას გაეცნობით. რამდენიმე მათგანს აქვე წარმოგიდგენთ.

Gino 360

შეუზღუდავი სიამოვნება Gino 360- ეს „ჯინოს“ ექსკლუზიური შეთავაზებაა, რომლის ფარგლებშიც ერთთვიან ულიმიტო პაკეტს 700 ლარად შეიძენთ. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ თუ შაბათს დილიდან ველნეს სივრცეებსა და აკვაპარკში დასვენებასა და გართობაზე უკეთესი რა უნდა აჩუქოთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს? თუ „ჯინოს“ კვირაში 5 დღე მაინც ესტუმრებით, თითოეული ვიზიტის ღირებულება 30 ლარამდე გამოდის. სპა და ველნესი მოიცავს: 6 ტიპის საუნას, 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებულ, გამთბარ სავარძელს, ⁠ცივ აუზს, ცხელ ვირპულს, ტეპიდარიუმს, ყინულის ბორცვსა და ფეხის აბაზანებს, ⁠საშხაპეები სხვადასხვა ატრაქციით, ⁠აკვაპარკის ღია და დახურულ სივრცეებს.

Gino’s Friends

„ჯინო“ წარმოგიდგენთ ყველაზე განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შეთავაზებას - Gino’s Friends. ეს არის ექსკლუზიური შანსი, რომ ლიმიტირებული შეთავაზების ნაწილი გახდეთ. წარმოგიდგენიათ, მთელი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში „ჯინოში“ ულიმიტოდ ყოფნა? მართლაც წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეალობაა და 6-თვიანი ულიმიტო პაკეტის ღირებულება მხოლოდ 589 ლარია. ამ ფასად ასეთ ემოციებს მართლაც ვერსად მიიღებთ.

შეთავაზება ხელმისაწვდომია 6 წლიდან პირებისთვის და მისი შეძენისას თითოეული მომხმარებელი დამატებით საჩუქრად მიიღებს ერთ, აგვისტოს ბოლო კვირას (25.08.25 - 31.08.25). პაკეტი გაყიდვაში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება და ის სამ ეტაპად გაიყიდება:

  • 21 ივლისიდან - 3 აგვისტოს ჩათვლით - 589 ლარად;
  • 4 აგვისტოდან - 17 აგვისტოს ჩათვლით - 689 ლარად;
  • 18 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით - 789 ლარად.

Gino Friends არ არის ერთჯერადი შეთავაზება და ზამთრის დასასრულს უკვე გაზაფხული-ზაფხულის პაკეტის გაყიდვაც დაიწყება.

აკვაპარკის ტერიტორიაზე დაგხვდებათ: ტალღოვანი აუზი, აუზი - ველური მდინარე, გარე საბავშვო სივრცე საბავშვო ტობოგანითა და სასრიალოებით, პანორამა აუზი- ბარით, ბავშვთა წყლის პარკი სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციით, სარელაქსაციო აუზი სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით.

„ჯინო“ ვიზიტორებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა გასართობ აქტივობას, მათ შორის, ქაფი შოუს, ცოცხალ მუსიკას, ტამტამების შოუს და სხვა. ულიმიტო პაკეტის მფლობელებს აღნიშნულ აქტივობებზე დასწრებაც, რა თქმა უნდა, შეეძლებათ. არ გამოტოვოთ შეთავაზება, რომელიც ხანგრძლივ დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

აკვაპარკი

„ჯინოს“ აკვაპარკში ვიზიტის სტანდარტული ფასებია სამუშაო დღეებში 89 ლარი, შაბათ-კვირას კი - 99 ლარი. ბილეთის საიტიდან შეძენის შემთხვევაში ნებისმიერი რაოდენობის შენაძენზე25% ფასდაკლებასმიიღებთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა. „ჯინო“ გთავაზობთრანდევუ პაკეტებს,რომლებიც სხვადასხვა რაოდენობის სტუმარზე კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას გულისხმობს.

  • ჯინო რანდევუ 3 სტუმარი - 239 ლარი;
  • ჯინო რანდევუ 4 სტუმარი - 309 ლარი;
  • ჯინო რანდევუ 5 სტუმარი - 369 ლარი;
  • ჯინო რანდევუ 6 სტუმარი - 429 ლარი;
  • ჯინო რანდევუ 7 სტუმარი - 489 ლარი.

17:00 საათის შემდეგ კი „ჯინოში“ ვიზიტის ღირებულება სამუშაო დღეებში 49, შაბათ-კვირას - 59 ლარია.

ველნესი

„ჯინოს“ ველნეს და სპა სივრცეში სამუშაო დღეებში ვიზიტის სტანდარტული ღირებულება 109 ლარია, შაბათ-კვირას - 119. ონლაინ შეძენისას ფიქსირებული 25% ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. თუმცა „ჯინომ“ ამ შემთხვევაშიც თქვენს მაქსიმალურ სიამოვნებაზე იზრუნა და გთავაზობთ რანდევუ პაკეტებს განსაკუთრებული შეთავაზებით.

  • ველნეს რანდევუ 2 სტუმარი -199 ლარი;
  • ველნეს რანდევუ 3 სტუმარი - 279 ლარი;
  • ველნეს რანდევუ 4 სტუმარი - 359 ლარი.

დამატებით შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის მასაჟითა და სარელაქსაციო პროცედურით ისიამოვნოთ, რაც თქვენი სრულყოფილი დასვენების კიდევ ერთი წინაპირობაა.

Ginoტური

„ჯინოს“ კიდევ ერთი საინტერესო შეთავაზება აქვს 10+ ადამიანის სტუმრობისას. ის ძირითად ბავშვებსა და მოზარდებს გულისხმობს და საინტერესოა დიდი ოჯახებისა თუ სამეგობროსთვის. „ჯინო ტური“ აერთიანებს აკვაპარკით სარგებლობასა და ბურგერ მენიუს. 10 პერსონის შემთხვევაში ღირებულება ერთ მათგანზე 85 ლარია, 20 პერსონაზე -კი 75 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ჯინოში განახლდა კვების სივრცეები და მენიუც. ამჟამად ვიზიტორებს 7 სხვადასხვა სივრცეში შეუძლიათ გემრიელი და ჯანსაღი კერძებისა და სასმელების დაგემოვნება. „ჯინოს“ ბარებში კი ხელმისაწვდომია პრემიუმ ლუდი, რომელიც სპეციალურად „ჯინოს“ სტუმრებისთვის იწარმოება.

„ჯინო“ უკვე ათეული წლებია ადამიანების გართობისა და დასვენების, მათი ერთად შეკრების და დაუვიწყარი მხიარულების ადგილად იქცა. არ დაგავიწყდეთ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო.

R