"როცა დრო მაქვს, ვაცხობ და ბავშვებს ვასწავლი ბურთის ისე სროლას, რომ მეზობლები არ შეაწუხონ..." - 42 წლის ენ ჰეთეუეი პოპულარობის პიკზეა - მშობლები

"როცა დრო მაქვს, ვაცხობ და ბავშვებს ვასწავლი ბურთის ისე სროლას, რომ მეზობლები არ შეაწუხონ..." - 42 წლის ენ ჰეთეუეი პოპულარობის პიკზეა

2025-07-08 11:35:37+04:00

42 წლის ენ ჰეთეუეი ჟურნალ Vogue-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. მსახიობმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და არანორმალურად პოპულარულია, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალისტის შეკითხვებსაც უპასუხა.

original-1751960478.webporiginal-1-1751960478.webp

ენი ლამის მოზარდობიდან პოპულარულია და ძირითადად, მელოდრამების ვარსკვლავი იყო. თუმცა წლებთან ერთად ვარსკვლავური ხარისხიც გაიუმჯობესა და როლებიც ძალიან მრავალფეროვანია მის ფილმოგრაფიაში.

best-anne-hathaway-movies-and-performances-ranked-1751960478.webp

ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მალე კი ეკრანებზე გამოვა საკულტო კომედიების ახალი ნაწილები - "ეშმაკი ატარებს პრადას - 2" და "პრინცესას დღიურები - 3", ასევე გამოვა მელოდრამა "დედა მარია". ამ ფილმისთვის ენი ყოველდღე ცეკვებით იყო დაკავებული - დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე, ვოკალის პედაგოგთან დადიოდა და საკმაოდ დიდხანს ჰქონდა მივლინება კიოლნში. ეს ყველაფერი არც ისე მარტივი იყო, განსაკუთრებით - ქორეოგრაფია.

anne-hathaway-at-the-ralph-lauren-fw25-show-in-new-york-v0-knj5uoce7gve1-1751960478.webp

"ბოლოს და ბოლოს, ვისწავლე სუნთქვა, - ამბობს ჰეთეუეი, - ჩემი სხეული საკმაოდ დაჭიმული იყო და ღრმად ვერც კი ვსუნთქავდი. წლები ვცდილობდი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ახლა კი სუნთქვაც გამიიოლდა".

gettyimages-1926193030-1751960478.webp

anne-hathawat-met-kbji-u2301675791231u1f-624x624mujerhoy-1751960478.webp

რაც შეეხება სამუშაოს მიღმა ცხოვრებას, ენი ამბობს, რომ თავისუფალ დროს ნიუ-იორკში ატარებს, ქმართან - ადამ შულმანსა და ორ ვაჟთან ერთად.

"სახლში ვთამაშობთ უნოს, ვაცხობ, როცა დრო მაქვს და ბავშვებს ვასწავლი კალათბურთის ბურთის ისე სროლას ბინაში, რომ მეზობლები არ შეწუხდნენ... ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემი ქმარი შესანიშნავად ამზადებს და ადრე დგება..." - ამბობს ენი.

6602fa6a3f923f7dab0158cf-1751960478.webp

8382dec5a80cdff49b19eb000afa40fa-1751960478.jpg1425458233e54afc4a245283e1b6f615-1751960478.jpgen-2-1751960478.jpg