ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს წლებია და პუტინის აქტიურ მომხრედ მიიჩნევა, ანტიქართული განცხადებებითაც გამოირჩევა, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ქალიშვილს მელანია ტრამპის გამო დაარქვა სახელი. თინას მონათხრობის თანახმად, ორსულად იყო, როცა დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ სილამაზის კონკურსს ადევნებდა თვალს და ახალგაზრდა მელანია კნაუსი დაინახა. ამბობს, რომ სწორედ მისით მოხიბლულმა გადაწყვიტა, გოგონასთვის მელანია დაერქმია.
"ბევრი მეკითხება, რატომ დავარქვი მელანიას ასეთი იშვიათი სახელი და მართალია თუ არა, რომ ეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ცოლთან არის კავშირში. ეს სრული სიმართლეა და მის უკან ისტორია დგას, რომელიც იმსახურებს მოყოლას.
2000 წელი იყო და ახალ ათასწლეულში გადასვლის ღამეს შვილს ველოდი. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო მშობიარობა არ დგებოდა. დედაჩემის გამომცხვარ შუს ვჭამდი გაშტერებული. ცხოვრებაში პირველად ვჭამე 30 შუ და თან ტელევიზორს ვუყურებდი. საახალწლო ბადეში სილამაზის კონკურსს უჩვენებდნენ, რომელსაც ტრამპი ატარებდა. და აი, ახალგაზრდა ბრწყინვალე დონალდი, რომელიც მონაწილეებს წარადგენდა, თან წამყვანს არ აცილებდა თვალს - ის ცუდად საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ საოცრად "ჯიშიანი" ქალი იყო, სახელად მელანია კნაუსი...
თვალს ვერ ვწყვეტდი, რადგან ასეთი სილამაზე ყოველთვის შთამაგონებდა. მიმზიდველი, საოცარი ცისფერი თვალებით, წაბლისფერთმიანი - ყველაზე ლამაზი ქალი იყო ქალთა სხეულის იმ კარნავალზე... მე გულში ვღელავდი, რომ ჩემი შვილები შორეულ ნათესავებს დაემსგავსებოდნენ: დაიბადებოდნენ შავები, დიდი ცხვირებით, თმიანი ქართველები... და ვთქვი, თუ გოგო იქნება, აუცილებლად დავარქმევ მელანიას, მელანია კნაუსის პატივსაცემად. და იმ ღამეს ვინატრე, რომ ისეთივე ლამაზი გამხდარიყო, როგორც ეს წამყვანი ტელევიზორში.
მელანია, შენ უკვე 25 წლის ხარ და სიამოვნებით გავუზიარებ ამ ამბავს საზოგადოებას. დიახ, მელანიას ამერიკის პრეზიდენტის ცოლის პატივსაცემად ჰქვია ეს სახელი და ისტორიას არ დავწერ ხელახლა".
ცნობისათვის, მელანია შარშან გათხოვდა და მამის გვარი - კონდრახინი, შეიცვალა. ახლა ის მელანია ბოროდინაა.
თინა კანდელაკს ორი შვილი ჰყავს პირველი ქმრისგან, ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინისგან - მელანია და ლეონტი. მისი მეორე ქმარი ბიზნესმენის, სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" დირექტორი ვასილი ბროვკოა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა.