მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი 43 წლის გახდა. დაბადების დღის წვეულება ახალ სახლში მოაწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისი გემოვნებით მოაწყო. დიდი სუფრა აუზთან იყო გაშლილი და მას შორენას ოჯახის წევრები და მეგობრები - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. წვეულებაზე მათვე იმღერეს შორენასთვის. დრესკოდი თეთრი იყო და სტუმრებიც თეთრებში იყვნენ შემოსილები.
"დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება. ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წელი და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს როგორი პატარა და ფუმფულა იყავი, ძალიან ლამაზი და საყვარელი. ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი. რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ. და რაც მთავარია - ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებ, ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას. მიყვარხარ", - წერს სოციალურ ქსელში შორენას და ლელა, რომელიც მის გვერდითაა ძალიან ხშირად მოგზაურობების დროსაც.