ხაშურში, 5 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დილის 8 საათზე სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, ლევან ბარბაქაძეს საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე, ნანა ხიხაძე - უგონოდ და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჯერ ხაშურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
AMBEBI.GE ნანა ხიხაძის დას ესაუბრა:
"ჩემი და ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, არის ანტიდეპრესანტებზე, აქვს დაზიანებები ტვინზე და იღებს წამლებს. ვერ იაზრებს რა ხდება, ბოლო დღეებს ვერ იხსენებს კარგად. ტვინის მკვებავებს იღებს და იქნებ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
ოჯახი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ბავშვის ბებიასთან დაკავშირებით. დამატებით დეტალებზე AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ბავშვის მამიდა ესაუბრა:
"ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ოჯახმა არ ვიცით, რა მოხდა და ხალხი ავრცელებს საშინელ ჭორებს... ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, 45 დღეში იქნებაო ბავშვის ექსპერტიზის პასუხები, ველოდებით. ერთი რაც ვიცი, ბავშვს აჯაფსანდალი არ უჭამია, არც დაკონსერვებული საკვები. ბავშვზე ვიტიროთ თუ ასეთ ჭორებზე, აღარ ვიცით.