ლაბუბუს კონკურენტი გამოუჩნდა - თოჯინა ვაკუკუ უფრო იაფია და ფიქრობენ, რომ სრულად ჩაანაცვლებს მის სახელგანთქმულ წინამორბედს - მშობლები

ლაბუბუს კონკურენტი გამოუჩნდა - თოჯინა ვაკუკუმ შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს მისი სახელგანთქმული "წინაპარი"

2025-07-10 13:02:17+04:00

თოჯინა ლაბუბუს სერიოზული კონკურენტი - ახალი ჩინური სათამაშო ვაკუკუ (Wakuku) გამოუჩნდა, რომელიც პოპულარობის მოხვეჭის ეტაპზეა. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ბავშვებს ის მეტად მოეწონოთ და მშობლებისგან ლაბუბუს ნაცლად, ის მოითხოვონ.

ვაკუკუს მართლაც შეიძლება ფართო აუდიტორია ჰყავდეს. ლაბუბუსგან განსხვავებით, ვაკუკუს მეტად მოგვაგონებს კურდღლების კოსტუმში ჩაცმულ ბავშვებს, ვიდრე საშიში არსებას. თუმცა, ვაკუკუს აქვს თავისი გამორჩეული ნიშანი, რაც მათ "არასრულყოფილს" ხდის - პირიდან გამოჩრილი ერთი კბილი და გადაბმული წარბები. როგორც ამბობენ თანამედროვე თაობას მოსწონს არაიდეალური პერსონაჟები და ამაშია მათი ხიბლი.

ხელმისაწვდომი ფასი

თუ ორიგინალური ლაბუბუ მდიდარი კოლექციონერების ნადირობის საგანი გახდა, ვაკუკუ უფრო ხელმისაწვდომია ფასით. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომ შეიძლება ისინი მეტად პოპულარული გახდნენ. ვაკუკუს სრული პარტია 2 საატში გაიყიდა.

ვაკუკუ პირველად გაყიდვაში 2024 წელს გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. ლაბუბუს ამისთვის თითქმის 10 წელი დასჭირდა!