61 წლის ბრედ პიტს საკმაოდ პოზიტიური პერიოდი აქვს ცხოვრებაში - როლები არ აკლია, არც სარეკლამო გადაღებები, მოთხოვნადია, გვერდით კი საყვარელი ქალი ჰყავს. მსახიობი 3 წელია ინეს დე რამონს ხვდება და ამბობენ, რომ ძალიან უნდა, ისევ განიცადოს მამობის სიხარული - ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების პროცესში მას შვილებთან საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა და ფაქტობრივად, მათ ვერ ნახულობს. თუმცა ინესმა მას პირობები წაუყენა.
ამბობენ, რომ ინესი საკმაოდ ტრადიციულად უდგება ოჯახის და მშობლობის საკითხს. გიჟდება ბრედზე და მასაც სურს შვილის გაჩენა, თუმცა არ ჩქარობს - სურს ბრედმა დაამტკიცოს, რამდენად ძლიერ უყვარს და რამდენად საიმედო პარტნიორია.
ბოლო დროს ინესი საჯაროდაც გამოჩნდა მის გვერდით, აქამდე ოფიციალურ ღონისძიებებზე არ ახლდა ხოლმე მსახიობს. მიუხედავად გულწრფელი გრძნობებისა, პიტი მსუბუქად უყურებდა ამ ურთიერთობებს და დინებას მიჰყვებოდა. თუმცა ნელ-ნელა ინესმა მოახერხა საკუთარი პოზიციების გამყარება და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ წყვილმა ოფიციალურად იქორწინოს და შვილებიც იყოლიონ. ახლობლები ამბობენ, რომ ინესი ელოდება ხელის თხოვნის წინადადებას, სხვაგვარად შვილს არ გააჩენს.
ცნობისათვის, ბრედის ცხოვრებაში რომ გამოჩნდა, ინესი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად განქორწინებული მსხიობ პოლ უესლისთან, რომელიც "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავია.
გავრცელებული ხმების თანახმად, მათი შეხვედრა საერთო მეგობარმა მოაწყო 2022 წელს. ვალენტინობას ბრედმა უშველებელი ვარდების თაიგული გაუგზავნა და ეს ბოლო წვეთი იყო უესლისთვის - სამ დღეში შეიტანა განცხადება ინესთან განქორწინებაზე.
29-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი ერთად ბედნიერად გამოიყურება. ინესი თავისუფლად ლაპარაკობს ოთხ ენაზე, ფიტნეს-მწვრთნელი და წარმატებული იუველირია. ბრედს ყველანაირად მხარში უდგას და მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან გაახალისა და დადებითად მოქმედებს მასზე. ადრე არ უყვარდა ბრედს ხმაურიანი შეხვედრები და წვეულებები, უფრო ჩაკეტილი და წყნარი იყო, ბოლო დროს კი მეტს იცინის და აქტიურად ჩნდება საზოგადოებაში. უფრო თავისუფალიც ჩანს, ვიდრე ჯოლისთან ქორწინებაში იყო და განქორწინების დეპრესიაც გადალახა.
ახლა წყვილი ხშირად აწყობს საღამოებს და ეპატიჟება ვარსკვლავ მეგობრებს. მაგალითად, მათი ხშირი სტუმარია კვენტინ ტარანტინო.