რომელია ყველაზე მოთხოვნადი სკოლები თბილისში და სად დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი - მონაცემები განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან - მშობლები

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სკოლები თბილისში და სად დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი - მონაცემები განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან

2025-07-11 10:18:57+04:00

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 ივნისს დასრულდა. რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი კი 30 ივნისს დაიწყო და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

როგორც აღვნიშნეთ, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 24 ივნისამდე არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა შემდეგ საჯარო სკოლებში:

  1. თბილისი - ვაკე-საბურთალო სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
  2. თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა
  3. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  4. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა
  5. თბილისი - გლდანი-ნაძალადევი -სსიპ - ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა
  6. იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა
  7. თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა
  8. თბილისი - დიდუბე-ჩუღურეთი - სსიპ - ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა
  9. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა
  10. თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა
  11. აჭარა - ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა
  12. თბილისი - ისანი-სამგორი - სსიპ - ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა
  13. თბილისი - გლდანი-ნაძალადევი -სსიპ - ქალაქ თბილისის №138 საჯარო სკოლა
  14. იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა
  15. ქვემო ქართლი - მარნეული სსიპ - ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლა

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, მონაცემები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეიცვალოს.

თამარ იაკობაშვილი