როგორ ბავშვებს თვლიან სპეციალისტები ნამდვილად ნიჭიერებად: "IQ ტესტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ეს 7 მონაცემია" - მშობლები

როგორ ბავშვებს თვლიან სპეციალისტები ნამდვილად ნიჭიერებად: "IQ ტესტი არაფერს ნიშნავს, მთავარი ეს 7 მონაცემია"

2025-07-11 12:51:22+04:00

მეცნიერებმა ჭეშმარიტად ნიჭიერი ბავშვების გამოსავლენად ეფექტური მეთოდ იპოვეს - ახალგაზრდა გენიოსის შესაფასებლად IQ ტესტი საერთოდ არ ყოფილა საჭირო.

კვლევაში რამდენიმე მეცნიერი მონაწილეობდა, მათი მიმოხილვა კი საერთაშორისო ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა.

ნიჭიერი ბავშვის 7 ძირითადი ნიშანი

ასეთი ბავშვები უფრო სწრაფად ასრულებენ დავალებებს, ვიდრე დანარჩენები. განსაკუთრებით ადვილად უმკლავდებიან იმ დავალებებს, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციას და სწრაფ ორიენტირებას მოითხოვს.

ამ ბავშვებს აქვთ მაღალი მოტივაცია და თვითდისციპლინა. მიდრეკილნი არიან პერფექციონიზმისკენ, რაც ზოგჯერ ხელს უშლით მოდუნებაში. მეორე მხრივ, ისინი არ არიან მიდრეკილნი შეცდომებზე ჩაფიქრებისკენ.

ესწრაფვიან ახალ გამოცდილებს და მაღალი თვითშეფასება აქვთ. ასეთი ბავშვები უფრო დარწმუნებულნი არიან თავის შესაძლებლობებში და აქტიურად არიან დაინტერესებულნი რაც შეიძლება მეტი უნარის შეძენით. სიზარმაცე არ არის მათი თვისება.

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ კარგი ვერბალური სამუშაო მეხსიერება. ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო სწრაფად ესმით ინფორმაცია, უკეთ ითვისებენ და იხსენებენ მას. სწორედ ამიტომ სწავლა უფრო ადვილად გამოსდით, ვიდრე სხვებს. ასეთ ბავშვებს არ სჭირდებათ მასალის 10-ჯერ გამეორება.

მათი ტვინი აქტიურად ხარჯავს რესურსებს. კვლევის დროს აღინიშნა, რომ ადვილი ამოცანების გადაჭრისას ტვინი "ენერგიის დაზოგვის" რეჟიმში მუშაობს, მაშინ როცა რთული ამოცანების შესრულებისას ააქტიურებს ყველა თავის რესურსს.

კარგად ახერხებენ გეომეტრიული ამოცანების გადაჭრას და ხშირად იღებენ მაღალ შეფასებებს სხვადასხვა საგანში. მაგრამ განსაკუთრებით კარგად გამოსდით ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული საგნები.

დარწმუნებულნი არიან თავიანთ აკადემიურ ცოდნასა და თვითკონტროლში, მაგრამ ამ ბავშვების სოციალური უნარები უფრო დაბალ დონეზეა. სხვა ბავშვებთან ურთიერთობის უნარში ისინი არანაირად არ არიან უკეთესნი დანარჩენებზე.

როგორ ჩატარდა კვლევა

ნიჭიერი ბავშვების თავისებურებების გამოსავლენად კვლევაში 25 ქვეყნის 5-18 წლის ასაკი 70 ათასზე მეტი ბავშვი ჩაერთო. ისინიარ გადიოდნენ მხოლოდ ტესტირებას, კვლევის დროს მეცნიერები სწავლობდნენ ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფიისა და ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით. გაირკვა, რომ ვუნდერკინდებს გამა-რიტმის (ტვინის აქტივობის ტალღები) სიძლიერე უფრო დაბალი აქვთ მარტივი ამოცანების გადაჭრისას, რადგან ეს უფრო ადვილად მიეცემათ, ვიდრე დანარჩენებს. ამავე დროს რთულ ამოცანებზე გადასვლისას დაფიქსირდა გამა-აქტივობის მკვეთრი გაძლიერება.

როგორ უნდა იმოქმედონ მშობლებმა

ნიჭიერი ბავშვის ტესტირება არ უნდა მოხდეს მხოლოდ IQ დავალებების საშუალებით. საჭიროა მისი რეაქციის შეფასება წარუმატებლობებზეც. უნდა შეფასდეს ასევე მოტივაცია, სიტყვების დამახსოვრება, თვითშეფასება და სხვა ფაქტორები.

ასევე სასურველია ნიჭიერი ბავშვის ისეთ სკოლაში გაგზავნა, სადაც მას ყოველმხრივ განავითარებენ. აკადემიურ უნარებს ისეთ რთულ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, უნდა ენაცვლებოდეს შემოქმედებითი საქმიანობაც, მაგალითად, ლიტერატურა, მუსიკა, ხატვა. თუ სკოლა არ იძლევა ამის საშუალებას, რეპეტიტორების დახმარება შესაძლებელია.

ასევე ბავშვს უნდა მისცეთ შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ცოდნისადმი წყურვილი და ცნობისმოყვარეობა, სცადოს სხვადასხვა ჰობი იმის იმედით, რომ ეს აუცილებლად გახდება მისი სამომავლო პროფესია.

არ უარყონ ოლიმპიადებში, ვიქტორინებში, სამეცნიერო პროექტებსა და სხვა კლასგარეშე საქმიანობებში მონაწილეობა.

გაუწიონ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როცა სირთულეები აქვთ თანატოლებთან ურთიერთობაში. აქ ნიჭიერი ბავშვები არაფერში არ აჭარბებენ დანარჩენებს. ასევე ამ ბავშვებს შეიძლება დაჭირდეთ მხარდაჭერა პერფექციონიზმის შეტევებისას.