როგორც დაჩის დედა ამბობს, მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.
"ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. პასუხების მიხედვით, იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. ჩვეულებრივი დღე იყო, დაჩი არ ყოფილა ცუდად. მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ ბავშვი ბაღში და წამოვედით სამსახურში, საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი დაღუპულია. სანამ სიმართლე არ გაირკვევა, არ გავჩერდები. არ ვთვლი, რომ ეს საქმე დავხურე.