დუბაის მბრძანებლის ქალიშვილს რეპერი შეუყვარდა - როგორ მიიღებს ამ ამბავს შეიხი, რომელმაც ორი უფროსი ქალიშვილი სამუდამოდ გამოკეტა - მშობლები

დუბაის მბრძანებლის ქალიშვილი პაპარაცებმა რეპერთან ერთად "გამოიჭირეს" - როგორ მიიღებს ამ ამბავს შეიხი, რომელმაც ორი უფროსი ქალიშვილი სამუდამოდ გამოკეტა

2025-07-12 16:28:09+04:00

დუბაის მბრძანებლის, შეიხ მოჰამედის ასული - შეიხა მაჰრა პარიზის მოდის კვირეულზე რეპერ French Montana-სთან ერთად გამოჩენდა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

შეყვარებული წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს, როდესაც ფეშენებელური სასტუმრო Four Seasons-იდან ხელჩაკიდებულნი გამოდიოდნენ. შემდეგ კვლავ ერთად გამოჩნდნენ სხვადასხვა ჩვენებასა თუ წვეულებებზე.

515292730-725359760117095-255919203588811598-n-1752324037.jpg

არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინცესამ ახალი რომანისადმი ინსტაგრამში გამოქვეყნებული სურათით გამოწვია, რომელზეც ორი ხელით ჩაკეტილი ბოქლომი ეჭირა გულის "ემოჯით". მომხმარებლებმა გამოიცნეს, რომ ფოტო ხელოვნების ხიდზე იყო გადაღებული, რომელსაც ხალხში "სიყვარულის ხიდს" უწოდებენ, ამიტომ ჩათვალეს, რომ ასე მაჰრამ თავისი პირადი ცხოვრების ცვლილების შესახებ ვარაუდები დაადასტურა.

boklomi-1752323677.jpg

საყურადღებოა, რომ წყვილის ურთიერთობას წარსულშიც განიხილავდნენ. გასულ წელს შეიხა მაჰრამ ელიტური რესტორნიდან კადრები გამოაქვეყნა, რომლებზეც უცნობ მამაკაცთან ერთად იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ სახე ფოტოზე არ ჩანდა, ყურადღებიანმა გამომწერებმა სწრაფად ამოიცნეს რეპერი. შემდეგ თვითმხილველებმა გაიხსენეს, რომ ისინი ერთად ლაშქრობდნენ უდაბნოში - კარიმი ტრადიციულ საემიროო ტანსაცმელში იყო.

ოჯახური წარსული

31 წლის პრინცესა ამ ურთიერთობამდე დაქორწინებული იყო მის შორეულ ნათესავზე, შეიხ მანა ალ მაკტუმზე. წყვილს ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც დედის სახელს ატარებს. მისი დაბადების შემდეგ მაჰრამ მოულოდნელად გაცხადა სოციალურ ქსელებში განქორწინების შესახებ, ისლამური სამჯერადი თალაქის მეთოდით და ქმარს ღალატი დასდო ბრალად. განშორების შემდეგ საკუთარი სუნამო "განქორწინება" გამოუშვა.

პრინცესას საქმიანობა

შეიხა მხარს უჭერს ქალთა უფლებების გაფართოებას და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ადგილობრივ დიზაინერებს გულშემატკივრობს. მან განათლება ბრიტანეთის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიიღო, ასევე დაამთავრა მუჰამედ ბინ რაშიდის სახელობის სამთავრობო მმართველობის კოლეჯი.

რაც შეეხება French Montana-ს, ის არამარტო შემსრულებელი, მეცენატიცაა: 40 წლის მუსიკოსი სამედიცინო და საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს უგანდასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამასთან, ის არაერთხელ შედიოდა დასავლური გამოცემების მიერ შედგენილ ყველაზე დახვეწილი მამაკაცების სიაში.

ოჯახური სკანდალები

შეიხა მაჰრას ოჯახში ხმაურიანი სკანდალები ადრეც მომხდარა: შეიხ მოჰამედის ერთ-ერთი ყოფილი ცოლი - პრინცესა ჰაია - სკანდალურად განქორწინდა მასზე და საზღვარგარეთ გაიქცა. შეიხ მოჰამედის ორი ქალიშვილი - შეიხა ლათიფა და შეიხა შამსა - ასევე ცდილობდნენ საზღვარგარეთ გაქცევას: ხანგრძლივად ემზადებოდნენ მესამე პირების დახმარებით, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და მამამ ისინი დააბრუნა დუბაიში. მას შემდეგ გოგონების ბედის შესახებ არაფერი ცნობილია და ბევრი ვარაუდობს, რომ ისინი უკვე გარდაცვლილები არიან.

შეიხმა მისგან გაქცეულ ცოლს 730 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს - არაბი მმართველი ქალიშვილების გატაცებასა და ოჯახურ ძალადობაში ამხილეს