" უკარგესი ოჯახი გაუბედურდა, ბავშვი ადგილზე დაიღუპა" - რიკოთზე მომხდარი ავარიის დეტალები - მშობლები

" უკარგესი ოჯახი გაუბედურდა, ბავშვი ადგილზე დაიღუპა" - რიკოთზე მომხდარი ავარიის დეტალები

2025-07-12 18:59:24+04:00

ტრაგედია დატრიალდა წუხელ რიკოთზე. ტრაილერმა, რომელიც გადაყირავდა, მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ბავშვი.

თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი, 4 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს. უმძიმესი შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები ჰყვებიან. მათი ინფორმაციით, ავტომობილში მშობლები და მათი სამი შვილი იმყოფებოდნენ.

"დიდი ტრაგედია ტრიალებს. უკარგესი, ერთად შეკრული ოჯახი გაუბედურდა. 5 წლის არის უფროსი, მეორე, რომელიც დაიღუპა 4 წლის ხდებოდა, და პატარა 2 წლის არის. მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის. ვერაფერს ვამბობთ, დადუმებულები ვართ" - ჰყვებიან დაღუპული ბავშვის ოჯახის ახლობლები AMBEBI.GE-სთან.

"ავტოავარიის ადგილიდან 16 წუთის სავალზე ვიდექით. უზარმაზარი საცობი იყო. როგორც გაირკვა, ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა, მეორე მხარეს გადავიდა და "პრადოს" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანით ოჯახი მგზავრობდა ოჯახი - მშობლები და 3 შვილი.

განაგრძეთ კითხვა

ავარიაში გარდაცვლილი ორსული ქალის მეუღლემ შემთხვევის ადგილას შექმნა - ორსული მთის რეალური ისტორია